jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ფლებოტომისტი
მომწოდებელი: მეგალაბი
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / განცხადების ვადა: 11 ოქტომბერი

"მეგალაბი" აცხადებს ფლებოტომისტის ვაკანსიას თბილისსა და ბათუმში.

"მეგალაბი" ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მსხვილი და მრავალპროფილური ლაბორატორიაა, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხდება ქვეყანაში არსებული ლაბორატორიული დიაგნოსტიკისა და კვლევების სრულად დაფარვა.

ძირითადი მოვალეობები:

** ამბულატორიული პაციენტების მიღება;
** პაციენტის მოთხოვნის საფუძველზე, ფლებოტომიის ორგანიზება/ ჩატარება;
** მოთხოვნის შემთხვევაში - სტანდარტული საოპერაციო პროცედურის შესაბამისად პაციენტთან ბინაზე მისვლა და საანალიზო მასალის აღება;
** საანალიზო მასალების პროგრამული რეგისტრაცია;
** მომსახურების სტანდარტის დაცვით პაციენტთან კომუნიკაცია;
** მომსახურების სტანდარტის დაცვით პაციენტისთვის კვლევის პრეანალიტიკის გაცნობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება ან მედდის დიპლომი;
** გრაფიკი : 09:00-16:00 სთ (ორშ.-პარ), შაბათი: 09:00-14:00
** ანაზღაურება: 1200 ლ (Gross);
** მისამართი: ქ.თბილისი, დიღომი, ლუბლიანას ქ. II ჩიხი, N1; ქ. ბათუმი, ზ. გორგილაძის ქ. N1-3;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** სამუშაო პროცესების დელეგირების უნარი;
** ინფორმაციის ანალიზის და გადაცემის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@megalab.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი.

"მეგალაბი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

"მეგალაბში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "მეგალაბის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |