სს "ნიკორა ტრეიდი" უმსხვილესი და სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც რითეილ სექტორში 2000 წელს ერთი საფირმო ფილიალით გამოჩნდა და დღეს ორი წამყვანი ბრენდის - "ნიკორასა" და "ლიბრეს" 600-ზე მეტ სავაჭრო ფილიალს მართავს.
"ნიკორა ტრეიდი" ეს გუნდია, რომელიც ქმნის წარმატების 24 წლიან ისტორიას. ჩვენ დღეს 8500-მდე ვართ და ერთად ვქმნით კომპანიის ხვალინდელ დღეს.
თუ გაქვს სურვილი, გახდე პროფესიონალი გუნდის წევრი, გამოწვევები აქციო შენი განვითარების შესაძლებლობად და ჩვენთან ერთად შექმნა შენი წარმატების ისტორია, მაშინ დროა შემოგვიერთდე.
სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას კომერციული მენეჯერის (საყოფაცხოვრებო, სახლის და სამზარეულოს კატეგორიის მიმართულებით) პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** კატეგორიების განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავება ქსელების (ნიკორა, ლიბრე) ჭრილში;
** კატეგორიის ეფექტურობის ანალიზი და რეპორტინგი;
** კატეგორიების ჭრილში საფასო პოლიტიკის მართვა;
** კატეგორიის მენეჯერების გუნდთან ერთად ასორტიმენტის ფორმირება, საფასო სეგმენტაციის, სეზონურობის და ბაზარზე არსებული ტრენდების გათვალისწინებით;
** გუნდის კოორდინირება და მართვა პლანოგრამების ეფექტურობის მიმართულებით;
** სააქციო ბადის დაგეგმვა, გუნდის მართვა პოზიციების და სტოკების შექმნის კუთხით;
** მსოფლიო მასშტაბით გამოფენებზე დასწრება, იმპორტისთვის საჭირო ასორტიმენტის შერჩევა;
** კატეგორიების განვითარებისთვის პროექტული სამუშაოების ინიცირება და დაგეგმვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან მენეჯმენტის მიმართულებით;
** კატეგორიის მენეჯერის, ბრენდ მენეჯერის ან გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე მინ. 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების, განსაკუთრებით, პროგრამა MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა.
პიროვნული თვისებები და უნარები:
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.
გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, დამუშავდება სს "ნიკორა ტრეიდისა" ს/კ 206255808 და უფლებამოსილი პირის - შპს "თი.დი.ჯი კონსალტინგის" ს/კ 405123049 (რეგისტრირებული მისამართი: თბილისი, მთაწმინდის რაიონი, ქუჩიშვილის ქ., N 18, სართული 1, საოფისე ფართი N2) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დასაქმების მსურველი პირის/კანდიდატის არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, მოკლებული ვართ შესაძლებლობას განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. მონაცემები ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით.
ამასთანავე, გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, წერილობით შემდეგ ელფოსტაზე info@nikoratrade.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით სს "ნიკორა ტრეიდის" ს/კ 206255808 იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი ალ. მრევლიშვილის ქ. №2.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე - jobs@nikoratrade.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "კომერციული მენეჯერი (საყოფაცხოვრებო, სახლის და სამზარეულოს კატეგორიის მიმართულებით)".
გისურვებთ წარმატებას!