jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მონიტორინგის ოფიცერი
მომწოდებელი: გლორია
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / განცხადების ვადა: 11 ოქტომბერი

შპს "გლორია" მართავს ორ სასტუმროს - "ტიფლის პალასს", რომელიც გახლავთ ბუტიკური ტიპის სასტუმრო, (მდებარეობს ძველ თბილისში და მოიცავს 43 ნომერს და რესტორანს "ტიფლის ვერანდას") და "Grand Gloria"-ს - გახლავთ 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც მდებარეობს ბულვარის პირველ ზოლში და მოიცავს 167 ნომერს, სპა ცენტრს, რესტორანს.

კომპანია უკვე 12 წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე და გამოირჩევა სტაბილურობით.

შპს "გლორია" აცხადებს ვაკანსიას მონიტორინგის ოფიცრის პოზიციაზე.

მდებარეობა : ქ.თბილისი გორგასლის 3
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს,
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას,
** კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას,
** კვებით უზრუნველყოფა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამეთვალყურეო სისტემების მეშვეობით მონიტორინგის წარმოება;
** კომპანიაში უსაფრთხოებისა და წესრიგის უზრუნველყოფა;
** პრობლემის დროული იდენტიფიცირება და აღმოფხვრის ზომების მიღება;
** უძრავი ქონებისა (ეზო, ღობე, შენობა, ნარგავები) და მატერიალური ფასეულობების მეთვალყურეობა და დაცვა, დაკარგვის, დაზიანებისა და უდიერად მოპყრობისგან;
** ტერიტორიაზე უცხო პირთა მოძრაობის კონტროლის გაწევა.

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2024 წლის 11 ოქტომბერი.


დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ელ.ფოსტაზე: hr@tiflispalace.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება " მონიტორინგის ოფიცერი", რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შ.პ.ს. " გლორია" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე (CV) შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის (შემდგომში - "კანონის") მიზნებისთვის.

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნის შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ჩვენ მიერ "კანონის" მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტითა და მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის "თ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით - თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას მაქსიმუმ 6 თვის ვადით, რაც გონივრულ ვადას წარმოადგენსშპს "გლორია"-ს (სარეგისტრაციო ნომერი: 404379338; საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 02 45; მისამართი: ქ. თბილისი, გორგასლის ქ. N 3; ელ. ფოსტა: reservation@tiflispalace.ge) (შემდგომში - "კომპანია") საკადრო პოლიტიკიდან გამომდინარე ლეგიტიმური ინტერესების გათვალისწინებით.

იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

დამატებით, აგრეთვე მოგახსენებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა "კომპანიის" ელ. ფოსტაზე დაკავშირების ან წერილობითი მომართვის გზით.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |