"თბილისის არქიტექტურის სამსახური" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობებზე:
1. სტრატეგიული დაგეგმვის, მონიტორინგის და შეფასების განყოფილების უფროსი სპეციალისტი
2. საპროექტო განყოფილების უფროსი სპეციალისტი
3. III და IV კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
4. III და IV კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
5. მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (არქივზე პასუხისმგებელი პირი)
იხილეთ ამ განცხადებების სრული ტექსტი ატვირთულ ფაილში.
საკონტაქტო ინფორმაცია:
** საკონკურსო კომისიის მისამართი ქ. თბილისი, შარტავს ქ. №7
** საკონტაქტო ტელეფონები: 599 520283
** საკონტაქტო პირი: სალომე გიორგაძე
დამატებითი ინფორმაცია:
კონკურსთან დაკავშირებით მოთხოვნებში მითითებული საკანონმდებლო აქტების გასაცნობად ეწვიეთ ვებგვერდს: https://www.tas.ge; https://matsne.gov.ge/.
კონკურსში მონაწილეობისათვის სავალდებულოა, კანდიდატი დარეგისტრირდეს, საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე: HR.gov.ge და ელექტრონულად წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია, საკონკურსო მოთხოვნების შესაბამისად.
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა განცხადების შევსების დროს შესაბამის გრაფაში უნდა ატვირთონ:
** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ (ებ)ის ასლ (ებ)ი;
** სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები;
** სამოტივაციო წერილი, სადაც დასაბუთებულად იქნება წარმოჩენილი, თუ რატომ გსურთ არქიტექტურის სამსახურში მუშაობის დაწყება და რატომ თვლით, რომ თქვენი კანდიდატურა შეესაბამება კონკრეტულ ვაკანსიას.
შენიშვნა: კონკურსის მომდევნო ეტაპზე გადავა მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც დააკმაყოფილებს ამ ფორმით განსაზღვრულ მოთხოვნებს და წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას. კონკურსის ეტაპების შედეგების, ასევე ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.