შპს "GROUND 84" "მილანური ბისტროსა" და "ESPRESO CAFÉ AND SHOP" კონცეფციით დაარსდა 2017 წელს და 3 ფილიალით წარმატებით ოპერირებს გასტრო ინდუსტრიაში.
"მილანური ბისტროს" გუნდში ვეძებთ თანამშრომელს დამხმარე მზარეულის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** კერძების დროული და ხარისხიანი მომზადება შეკვეთების შესაბამისად;
** რეცეპტურის სიზუსტით დაცვა;
** სამზარეულოში არსებული მარაგების ეფექტურად გამოყენება, კონტროლი.
** ხარისხის, ჰიგიენისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
** ტექნიკის და ინვენტარის სიზუსტით გამოყენება.
** იყოს მუდმივად მოწესრიგებული და ორიენტირებული თავის საქმეზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმალური გამოცდილება
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
ფილიალის ადგილმდებარეობა: თბილისი, გლდანი პლაზა
ანაზღაურება: 1300 ლარიდან
ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურება კანონმდებლობის შესაბამისად.
სამუშაო დრო: კვირაში 5 დღე (9 სთ)
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: bistroground84@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.