"ორიგინალი ჯგუფი" ქართული კომპანიაა 20 წლიანი ისტორიით, რომელიც აერთიანებს როგორც რესტორნების ქსელს "ჩემო კარგოს" სამ ფილიალს, ასევე კრაფტ ლუდი "ლუდო"-ს ნაირსახეობებს ქართულ სამზარეულოსთან ერთად.
"ჩემო კარგო" მომხმარებელს სთავაზობს მომსახურების ფართო სპექტრს, როგორც დელივერის მომსახურებას, ასევე ბანკეტებისა და ფურშეტების სერვისს.
გაგვიცანი უკეთ: https://www.chemokargo.ge/aboutUs
კომპანია "ორიგინალი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას სერვის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: შეთანხმებით
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ობიექტის ყოველდღიური სამუშაო პროცესის დაგეგმვა და კოორდინირება;
** სერვისის ტრენინგების ჩატარება;
** გაყიდვების კონტროლი და ზრდის უზრუნველყოფა;
** მომსახურების ხარისხის მუდმივი კონტროლი;
** მჭიდრო კომუნიკაცია მომხმარებელთან, მიღებული შეფასებების განხილვა პერსონალთან შემდგომი რეკომენდაციების გაცემის მიზნით.
** მჭიდრო კომუნიკაცია კომპანიის ხარისხის, შრომის უსაფრთხოებისა და სურსათის უვნებლობის დეპარტამენტთან, მათი მხრიდან მიღებული მითითებების/რეკომენდაციების შესრულების პროცესის დაგეგმვა, შესრულების მონიტორინგი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების ეფექტური და სწორი მართვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სარესტორნე სფეროში (ქართული რესტორანი) მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** აუცილებელია მომსახურების სტანდარტების მაღალ დონეზე ცოდნა
** გუნდის მართვის გამოცდილება
თუ გსურთ გახდეთ ჩვენი თანაგუნდელი და თვლით რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები აკმაყოფილებს ვაკანსიის მოთხოვნებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნეთ ელფოსტაზე: hr@originali.ge და მნიშვნელოვანია სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ორიგინალი ჯგუფმა"დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 თვის განმავლობაში."