საკონდიტრო "ლიკასთან" აცხადებს ვაკანსიას ტორტის ბისკვიტის მცხობლის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ი. აბაშიძის N 61.
სამუშაო დრო: ღამის ცვლა - 19:00 საათიდან 07:00 საათამდე.
ფუნქცია-მოვალეობები: ტორტის ბისკვიტის გამოცხობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება.
პიროვნული თვისებები/უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კრეატიული და შემოქმედებითი უნარი;
** დეტალებზე ორიენტირება;
** ორგანიზებულობა.
თუ გსურს შემოუერთდე მეგობრულ და ხალისიან გუნდს გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე მისამართზე: hr@likastan.ge.
CV-ს გამოგზავნით ან/და აპლიკაციის შევსებით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "ლიკასთან" დაამუშაოს და შეინახოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები CV-ს გამოგზავნიდან ან/და აპლიკაციის შევსებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი ვაკანსიები განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და მიმდინარე ვაკანსიის დახურვის შემთხვევაში დაგიკავშირდეთ მოგვიანებით, მას შემდეგ რაც მოხდება ვაკანსიის განახლება. იმ შემთხვევაში თუ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცხადების შემდგომ აღარ გსურთ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: hr@likastan.ge
გისურვებთ წარმატებას!