jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მონიტორინგისა და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: MS Holding
გამოქვეყნდა: 13 სექტემბერი / განცხადების ვადა: 13 ოქტომბერი

"MS holding"-ს ქართულ ბაზარზე მოღვაწეობის 20 წლიანი ისტორია აქვს. კომპანია ლიდერ პოზიციაზეა, როგორც იმპორტირებული პროდუქციის პორტფელით, ასევე სადისტრიბუციო სერვისით, მთელი საქართველოს მასშტაბით. "ემ ეს ჰოლდინგის" პრიორიტეტული მიმართულებაა სამზარეულოს ტექნიკისა და ჭურჭლის იმპორტი.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ გვერდს: https://msholding.ge/

ზრდასთან და განვითარებასთან ერთად, არასდროს გვავიწყდება, კომპანიის წარმატების მთავარი შემოქმედდნი, ჩვენი გუნდის წევრები.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღი სამუშაო კულტურის შექმნა და გვჯერა, რომ გუნდის ძალა მის თითოეულ წევრშია და პირიქით ყველა მათგანის ძალას გუნდი აერთიანებს.

გახდი ჩვენი გუნდის წევრი და განვითარდი ჩვენთან ერთად!

"MS Holding" ეძებს განვითარებაზე ორიენტირებულ, მოტივირებულ და ახალი გამოწვევების მოყვარულ ადამიანს მონიტორინგისა და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

რისი გაკეთება მოგიწევს:

** კომპანიის შენობების უსაფრთხოების ტექნიკური ნაწილის მართვა (ვიდეო კამერები, მონიტორები, სერვერები, დაცვის პულტები და ა.შ.) - დადგენილი წესების, ნორმებისა და შინაგანაწესის მიხედვით მოქმედება;
** კომპეტენციის ფარგლებში ახალი ღონისძიებების ჩატარება, ხარვეზების აღმოფხვრა, არსებული კონტროლის სისტემის გადახედვა, ახლის შემუშავება და დანერგვა;
** დაცვისა და მონიტორინგის სამსახურის თითოეული თანამშრომლის სტანდარტების შესაბამისად მუშაობაზე ზრუნვა/დატრენინგება;
** სამუშაო ობიექტების პერიმეტრის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** სამუშაო სივრცეში თანამშრომელთა შესვლისა და გასვლის კონტროლი დადგენილი პროცედურების მიხედვით;
** მატერიალური ფასეულობების დაკარგვის, ან დაზიანების აღკვეთის მიზნით მუდმივი დაკვირვება;
** დარღვევების დაფიქსირება და პასუხისმგებელი პირების ინფორმირება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** აუცილებელია MS Office-ის პროგრამების ცოდნა;
** აუცილებელია მონიტორებთან მუშაობის გამოცდილება;

აუცილებელი უნარები:

** კეთილგანწყობილება და თავაზიანობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დროის მენეჯმენტი;
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.;
** გუნდის მართვის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ჭირნახულის 4;
** სამუშაო საათები: 09:00-18:00 საათი. შაბათ-კვირას დასვენება;
** ანაზღაურება: ფიქსირებული

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
** ტრანსპორტირების უზრუნველყოფა (მეტროდან);
** სპეციალური ფასდაკლება პროდუქციაზე.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@msholding.ge. გთხოვთ ელ.ფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება!

მადლობას მოგახსენებთ ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ MS holding-მა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |