"ჯეუ ჰოლდინგი" დაარსდა 2008 წელს. 16 წლიანი ოპერირების პერიოდში კომპანიას საქართველოს მასშტაბით შესრულებული აქვს 200-ზე მეტი წარმატებული სახელმწიფო თუ კერძო ინფრასტრუქტურული პროექტი.
დღეს ჯგუფი აერთიანებს საგზაო სამშენებლო, მასალების წარმოებისა და სატრანსპორტო მომსახურების მიმართულებებს.
"ჯეუ ჰოლდინგი"-ის შვილობილი კომპანიებია: "Jeu Group",
"Rental and logistics company" და " Just Production".
თანამედროვე საწარმო მიმართულებები, სამშენებლო ტექნიკა, უახლესი სტანდარტები და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი "ჯეუ ჰოლდინგის" სავიზიტო ბარათია.
Jeu Holding-ის აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
სახელფასო რეინჯი - 1500-2000 ლარი
სამუშაო საათები- 10:00-19:00 სთ
ადგილმდებარეობა - თბილისი.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიაში საბუღალტრო-სააღრიცხვო პროცესის მართვაში ჩართულობა
** დებიტორ-კრედიტორული ნაშთების კონტროლი და შედარების აქტების გაფორმება
** პირველადი დოკუმენტაციის (ანგარიშ-ფაქტურების, მიღება-ჩაბარების აქტების, ჩამოწერის აქტების) აღრიცხვა და კონტროლი;
** სასაქონლო მატერიალური მარაგების შესყიდვის/რეალიზაციის ოპერაციების აღრიცხვა, დოკუმენტირება და კონტროლი;
** მასალების ნაშთებისა და ჩამოწერების კონტროლი;
** ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება, შედეგების ასახვა ბუღალტრულ პროგრამაში;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული დეკლარაციების პირველადი მომზადება;
** მთავარი ბუღალტრის მხარდაჭერა ყოველდღიურ სამუშაო პროცესებში;
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების ან ბუღალტრული აღიცხვის მიმართულებით
** ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების, საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
** ანალოგიურ პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** Excel-ის სამუშაო დონეზე ცოდნა.
** ანალიტიკური აზროვნების უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** კორპორატიულ ნომერს ულიმიტო სასაუბრო დროით
** კორპორატიული ფასდაკლების ბარათებს
** სწავლის დაფინანსებას
** ჰიბრიდული სამუშაო გრაფიკს.
რეზიუმეს მიღების ბოლო ვადა არის 2024 წლის 20 ოქტომბერი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@jeuholding.ge და სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.