"დრესაპ ჯგუფი" 30 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi`s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.
კომპანია წარმოდგენილია 80-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.
"დრესაპ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას Full Stack დეველოპერის პოზიციაზე, რომელიც ჩართული იქნება ვებ-გვერდებისა და მობაილ პლატფორმებისთვის როგორც Front-End-ისა და Back-End-ის პროგრამირებაში, ასევე - სერვისების აწყობაში, სერვერებისა და მონაცემთა ბაზების არქიტექტურის შემუშავებასა და შექმნაში.
ფუნქციები და მოვალეობები:
** Software დეველოპმენტის სრული პროცესის მართვა კონცეფციიდან შექმნამდე როგორც client side, ასევე - Server side (Front-End Development, Back-End Development - Database, Server Architecture Design and Creation, API - REST, Version Control Systems);
** API-ის დოკუმენტაციის გარჩევა და დიზაინი;
** ახალი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა, ასევე, კომპანიაში არსებული პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა და განახლება;
** შესრულებული სამუშაოების ტექნიკური დოკუმენტაციის შემუშავება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** გამოცდილება ვებ აპლიკაციების დეველოპმენტში;
** Front-End-ის პროგრამირების ენების ცოდნა (HTML5, CSS3, Javascript);
** Back-End-ის პროგრამული ენების ცოდნა (PHP - Object Oriented Programming - OOPHP;
** სასურველია შემდეგ ენებთან ან ფრეიმვორქებთან მუშაობის გამოცდილება Laravel 10, Vue.js და Nuxt 3;
** CMS (Content Management System) სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია Prestashop +symphony);
** სასურველია Web Server-თან მუშაობის გამოცდილება (NGIX ან Apache);
** ვებ სერვისებთან მუშაობის გამოცდილება (Rest, Soap, JSON, XML);
** DBMS (Data Base Management System)-თან მუშაობის გამოცდილება (MySQL), მონაცემთა ბაზის არქიტექტურის დიზაინი და აგება;
** Caching მექანიზმების ცოდნა;
** სასურველია კოდის ვერსიის კონტროლთან მუშაობის გამოცდილება GIT Source Control;
** ვებ აპლიკაციებისა და ინფრასტრუქტურის პერფორმანსის მონიტორინგი/ხარვეზების აღმოფხვრა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კომუნიკაბელური;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** Multi-tasking-ისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე.
დამატებითი ინფორმაცია
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, ჰიბრიდული რეჟიმით (3 დღე ოფისიდან მუშაობა, 2 დღე - დისტანციურად).
კანდიდატთა შერჩევა:
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV და ციფრული პროდუქტების პორტფოლიო გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@dressup.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "Full Stack დეველოპერი".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 6 თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
"დრესაპ ჯგუფი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.