jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ავტოპარკის მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: ჯი თი სი რენთ
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი / განცხადების ვადა: 23 ოქტომბერი

საქარგილე მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში "ჯი თი სი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ავტოპარკის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

კომპანია 2010 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. მისი მონაწილეობით აშენდა მრავალი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, მაშტაბური საცხოვრებელი და კომერციული დანიშნულების კომპლექსები. დაარსების დღიდან, ჯი თი სი ზრუნავს ლოიალური მომხმარებლების ზრდასა და მათი კმაყოფილების დონის ამაღლებაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი 122
პოზიცია: ავტოპარკის მენეჯერის ასისტენტი

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის მფლობელობაში არსებული მსუბუქი ავტომობილების ინსპექტირების, მომსახურების, უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** ავტოპარკის მენეჯერის მხარდაჭერა ახალი მსუბუქი თუ სატვირთო ავტომობილების შეძენაში, კომპანიის სტანდარტების და მოთხოვნების გათვალისწინებით;
** საწვავის ყოველთვიური მოხმარებისა და ხარჯების მონიტორინგი, ხარჯების დაზოგვის შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
** მუდმივი კომუნიკაცია ავტომობილის მფლობელ მძღოლებთან მიმდინარე პრობლემების გადასაჭრელად;
** სატრანსპორტო საშუალებების შესახებ ყოველკვირეული ჩანაწერების წარმოება: ტექ. ისტორია, გარბენი, დაგეგმილი სერვისები, გაუთვალისწინებელი სერვისები, შეკეთებასთან დაკავშირებული ხარჯი, რეცხვის ხარჯი;
** სადაზღვევო კომპანიასთან თანამშრომლობა, შეთავაზებების გაანალიზება და საუკთესოს შერჩევა, შემთხვევების მართვა, სადაზღვევო პაკეტების განახლება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@gtcgroup.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |