jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: IT მხარდაჭერის უმცროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: საქკაბელი
გამოქვეყნდა: 19 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 18 ნოემბერი

სს საქკაბელი 1958 წელს დაარსდა და დღემდე საქართველოში საუკეთესო კაბელს და ელექტროფიკაციასთან დაკავშირებულ 2000-მდე დასახელების პროდუქტს აწარმოებს. საქკაბელს მინიჭებული აქვს ISO 9001:2015 სტანდარტის შესაბამისობის სერთიფიკატი მაღალი ხარისხის მენეჯმენტის დარგში, 2018 წელს კი, მიენიჭა ISO 45001:2018 სერთიფიკატი ჯანმრთელობისთვის არასაზიანო და უსაფრთხოების სისტემის მქონე პროდუქტის წარმოებისთვის და მიწოდებისთვის. კომპანია ხარისხის ფონდის სრულყოფილი წევრია და ფლობს ხარისხის ნიშანს.
საქკაბელის პროდუქცია აკმაყოფილებს ევროპის კანონმდებლობას ჯანმრთელობის, უსაფრთხოების და გარემოს დაცვის შესაბამისობის შესახებ და თავისუფალი ვაჭრობის საშუალებას იძლევა ევროპის ბაზარზე.

საქკაბელის მიზანი ქართულ ეკონომიკაში იმპორტის ჩანაცვლება და საექსპორტო ბაზარზე გასვლაა. ჩვენი მისიაა, შეტანილი წვლილით გავხდეთ ევროპის ნაწილი და დავამკვიდროთ სტანდარტები.

სს "საქკაბელი" ამჟამად გთავაზობთ დასაქმებას და აცხადებს ვაკანსიას IT მხარდაჭერის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები:

** პერსონალური კომპიუტერები და მასთან დაკავშირებული მოწყობილობების გამართვა, სერვისი და მხარდაჭერა
** სავაჭრო ობიექტებში განთავსებული კომპიუტერული და პერიფერიული ტექნიკის მონტაჟი, პროგრამულად გამართვა და მუშაობის მონიტორინგი
კომპეტენციის ფარგლებში, სავაჭრო ობიექტებში წარმოქმნილი IT პრობლემების აღმოფხვრა
** სავაჭრო ობიექტებში ინტერნეტთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების მოგვარების უზრუნველყოფა
** სხვადასხვა ქსელური ან/და სატელეფონო მოწყობილობების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა
** კონსულტაცია ტელეფონის საშუალებით და დისტანციური წვდომის პროგრამების მეშვეობით
** კომპიუტერული და სხვა საჭირო ფაილების შენახვა და აღდგენა
** ხელმძღვანელობისთვის სხვადასხვა ტიპის სიახლეებისა და ინიციატივების წარდგენა კომპეტენციის ფარგლებში

მოთხოვნები:

** ოპერაციული სისტემების ცოდნა (Microsoft Windows) საბაზისო დონეზე
** ქსელის ზოგადი პრინციპების ცოდნა
** სასურველია 1C -თან მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა საბაზისო დონეზე
** მაღალი მოტივაცია და შრომისმოყვარეობა

თუ გსურთ დასაქმდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: hr@sakcable.ge და გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - IT მხარდაჭერის უმცროსი სპეციალისტი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გახსოვდეთ, რომ ინფორმაციის გაზიარებით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე.

თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, რომლებიც თავად გაგვიზიარეთ და მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების განხორციელებისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@sakcable.ge

ადამიანური რესურსები, თანამშრომელთა პროფესიული ზრდა და განვითარება სს საქკაბელის მთავარი ღირებულებაა და კომპანია დასაქმების მსურველ პირთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ობიექტურობსა და გამჭვირვალობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |