jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: აღმასრულებელი დირექტორის ასისტენტი
მომწოდებელი: იბერია ბიზნეს ჯგუფი
გამოქვეყნდა: 19 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 17 ნოემბერი

"იბერია ბიზნეს ჯგუფი" ეძებს გუნდის ახალ წევრს, აღმასრულებელი დირექტორის ასისტენტის პოზიციაზე.

"იბერია ბიზნეს ჯგუფი"-ის ისტორია წარმატებული ბიზნესის 20 წელს ითვლის. დღეს ჰოლდინგი ერთ-ერთი ლიდერია ქართულ საავტომობილო ბაზარზე. წარმოადგენს ისეთ საავტომობილო ბრენდებს, როგორიცაა: კია, მიცუბიში, აუდი, შკოდა, ვოლცვაგენი.

სამუშაო დრო - ორშაბათი-პარასკევი, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე
მისამართი - ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი 84

ძირითადი ფუნქციები/მოვალეობები:

** აღმასრულებელი დირექტორის საორგანიზაციო და ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
** კომუნიკაცია - ძირითადი საკონტაქტო პირის როლის შესრულება, კომპანიის მენეჯმენტთან, თანამშრომლებთან და პარტნიორებთან;
** აღმასრულებელი დირექტორის კალენდრის მართვა: შიდა ორგანიზაციული შეხვედრების, ბიზნეს ვიზიტების/მივლინებების დაგეგმვა და ორგანიზება;
** შეხვედრებზე განხილული საკითხების ამსახველი დოკუმენტის წარმოება, მიწოდება შესაბამის მხარეებთან და შესრულების პროცესში კომუნიკაცია;
** სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან აქტიური თანამშრომლობა, ინფორმაციის გაცვლა მიმდინარე სტრატეგიულ ამოცანებთან და პროცესებთან დაკავშირებით;
** პრეზენტაციების, დოკუმენტაციების, ოფიციალური წერილების, რეპორტების მომზადება ქართულ/ინგლისურ ენაზე.
** აღმასრულებელ დირექტორთან ერთად პროექტებში ჩართულობა, რაც შეიძლება მოიცავდეს ინფორმაციის მოკვლევას, მონაცემთა ანალიზს, დეპარტამენტებთან თანამშრომლობას.
** სხვადასხვა დეპარტამენტთან კოორდინაცია პროექტის ვადების დაცვისა და შესრულების ხარისხის უზრუნველსაყოფად;
** აღმასრულებელი დირექტორის კორესპონდენციების მართვა, ელფოსტაზე შემომავალი პარტნიორების, თანამშრომლების და სხვა პირების წერილების მიღება/გაანალიზება, გაცნობა დირექტორისათვის და მიმოწერებში ჩართვა დირექტორთან შეთანხმებით;
** საოფისე მარაგებზე ზრუნვა;
** საჭიროებისამებრ მივლინებებში სიარული;

ძირითადი მოთხოვნები:

სასურველია დირექტორის ასისტენტის პოზიციაზე 1-2 წლიანი მუშაობის გამოცდილება (აღმასრულებელი დირექტორის ან რომელიმე მსხვილი დეპარტამენტის დირექტორის ასისტენტის პოზიციაზე)

გამოცდილების სფეროები:

** უცხოელ და ქართველ პარტნიორებთან ურთიერთობის მიმართულებით;
** პროექტების მართვის მიმართულებით;
** დირექტორის ადმინისტრაციული საქმიანობის მხარდაჭერის მიმართულებით;

ტექნიკური უნარები:

** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (C1), როგორც წერილობით ასევე სასაუბროდ;

სხვა მოთხოვნები:

** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** საქმიანობის ორგანიზებულად წარმართვის და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** პრობლემების გადაჭრის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** ენერგიულობა და აქტიურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მიზანსწრაფულობა და შედეგიანობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;

ჩვენ გთავაზობთ, ჯანმრთელობის დაზღვევას, პროფესიული განვითარების შესაძლებლობას, პროფესიულ სასწავლო ტრენინგებში ჩართვის შესაძლებლობას და მეგობრულ სამუშაო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე, ელექტრონულ მისამართზე - a.karkusashvili@ibg.ge. გთხოვთ, Subject-ის ველში, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება - პერსონალური ასისტენტი

განაცხადების მიღების ბოლო ვადა - 17.11.2024 წ.

იბერია ბიზნეს ჯგუფი მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

იბერია ბიზნეს ჯგუფ- ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "იბერია ბიზნეს ჯგუფი" - ს მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |