ბრიტანულ-ქართული აკადემია ეძებს გუნდის ახალ წევრს დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე.
პოზიცია: დაცვის თანამშრომელი
ადგილმდებარეობა: თბილისი, ლეო კვაჭაძის 17 (ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია)
სამუშაო განაკვეთი: სრული
ფუნქცია-მოვალეობები:
** სკოლის შენობის შიდა და გარე პერიმეტრის კონტროლი;
** ობიექტის მატერიალური ფასეულობების გატანა-შემოტანის მონიტორინგი;
** ღონისძიებების დროს უსაფრთხოების პროცედურების ზედმიწევნით შესრულება და მონიტორინგი;
** მოსწავლეების, მასწავლებლების, მშობლებისა და სტუმრების შენობაში შემოსვლა-გასვლის მონიტორინგი და აღრიცხვა;
** თანამშრომლებისა და სტუმრების უსაფრთხოებაზე ზრუნვა;
** სასწავლოს დღის ბოლოს შენობის ინფრასტრუქტურის შემოწმება და მოწესრიგება;
** საგანგებო სიტუაციების დროს მოსწავლეების, თანამშრომლებისა და შენობაში ** მყოფი სხვა პირთა დაცვა და მათი ევაკუაციის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
** არსებულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი;
** დეტალებზე ორიენტიერებულობა და ორგანიზებულობა.
პირობები:
სამუშაო ადგილი: თბილისი, ლეო კვაჭაძის #17 (ლისის ტბის მიმდებარედ);
სამუშაო გრაფიკი: 2 დღე მუშაობა 2 დღე დასვენება - 40 საათიანი სამუშაო კვირა;
კომპანია თანამშრომლებისთვის უზრუნველყოფს კვებას და ტრანსპორტირებას.
აპლიკაციის მიღების პროცედურა:
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ ფოსტაზე career@bga.ge, არაუგვიანეს 2024 წლის 10 ნოემბერი. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "დაცვის თანამშრომელი" გასაუბრებაზე დაბარებული იქნებიან მხოლოდ შესაბამისი კვალიფიკაციისა და უნარების მქონე კანდიდატები.
ბრიტანულ-ქართული აკადემიისთვის, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის მნიშვნელოვანია ბავშვთა და მოზარდა ინტერესების დაცვა. უსაფრთხო შერჩევის პროცედურის უზრუნველსაყოფად პოზიციით ნებისმიერი კანდიდატი ვალდებული იქნება წარმოადგინოს ყოფილი დამსაქმებლისგან
ცნობა/წერილი, ასევე სხვა საჭირო დოკუმენტები, მათ შორის შრომის კოდექსით
გათვალისწინებული ცნობები ნასამართლეობის შესახებ.
ვაკანსიაზე განაცხადის შემოტანით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია, რომელიც ჩვენი კომპანიის მიერ დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ორგანიზაცია იტოვებს უფლებას შეინახოს და დაამუშაოს თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის პერსონალური მონაცემები, მიღებიდან 1 წლის განმავლობაში, შემდგომი დასაქმების შეთავაზებებისთვის. თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა.