m² უკვე 15 წელია საქართველოში ქმნის კომფორტული ცხოვრების ახალ, თანამედროვე სტანდარტს. კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმითა და ინოვაციური მიდგომებით.
გადადი ბმულზე და გაიგე მეტი კომპანია m² - ზე.
ხოლო თუ მუდმივად ეძებ საქმის გაუმჯობესების შესაძლებლობას, იჩენ ინიციატივას და შენთვის ცვლილებები საინტერესო გამოწვევაა მაშინ შემოუერთდით m² -ის გუნდს!
კომპანია m² აცხადებს ვაკანსიას ობიექტზე გაყიდვების ასისტენტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** პოტენციური კლიენტებისათვის პროდუქტის შეთავაზება;
** ობიექტზე მისული კლიენტებისათვის ბინების ჩვენება;
** სატელეფონო ზარების პასუხი;
** გაყიდვების პროგრამაში მუშაობა;
** რეპორტინგი;
** ობიექტზე გაყიდვებთან დაკავშირებული საკითხების მართვა;
საკვალიფიკაციო ცოდნა და უნარები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის მიმართულებით);
** სასურველია შესაბამის სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** გუნდის პასუხისმგებლობის გაზიარების და მხარდაჭერის უნარი;
** პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი;
** მოქნილობა ცვლილებების მიმართ;
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი შემოუერთდეთ m²-ის გუნდს, გთხოვთ 6 დეკემბრამდე გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobs@m2.ge და წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.