www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტრატეგიული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯია
გამოქვეყნდა: 12 აგვისტო / განცხადების ვადა: 12 სექტემბერი

შპს უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯია აცხადებს კონკურსს ხარისხის უზრუნველყოფისა და სტრატეგიული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

სამუშაოს აღწერილობა:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ) პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ შესაბამის მითითებებს და დავალებებს;
დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ანაწილებს სამსახურში შემოსულ კორესპონდენციას;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის სახელით ამზადებს ანგარიშებს და დასკვნებს;
ვ) უმაღლესი სასწავლებლის რექტორს წარუდგენს სამსახურის საქმიანობის შესახებ ანგარიშს;
ზ) შუამდგომლობს სამსახურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
თ) წარმართავს უმაღლეს სასწავლებელში მიმდინარე სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი პროცესების ხარისხის შეფასებისათვის საჭირო ინსტრუმენტებისა და მეთოდების შემუშავების პროცესს, მათ შორის - საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების გზით;
ი) უზრუნველყოფს უმაღლესი სასწავლებლის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის, ასევე, ამ საქმიანობაში ჩართული პერსონალის განვითარების ხარისხის სისტემატურ შეფასებას;
კ) ორგანიზებას უწევს ავტორიზაციისა და აკრედიტაციისათვის თვითშეფასების მომზადების პროცესებს;
ლ) მონაწილეობს უმაღლესი განათლების საერთაშორისო სივრცეში უმაღლეს სასწავლებლის ჩართულობის ხელშეწყობის პროცესებში;
მ) უზრუნველყოფს უმაღლეს სასწავლებელში სწავლა-სწავლებისა და კვლევის ხარისხის უზრუნველყოფის შიდა და გარე მექანიზმების შემუშავებას;
ნ) მონაწილეობს უმაღლესი სასწავლებლის კურიკულუმის შექმნის, შეფასებისა და განვითარების პროცესში;
ო) ხელმძღვანელობს უმაღლესი სასწავლებლის კვლევის, სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების დანერგვის პროცესებს;
პ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს პროგრამების შემუშავებაში;
ჟ) კომპეტენციის ფარგლებში ახდენს პროგრამების შეფასებას და ზრუნავს მის განვითარებაზე, შეიმუშავებს პროგრამების განვითარებასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს;
რ) ზრუნავს უმაღლესი სასწავლებლის პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის ამაღლებაზე;
ს) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს მობილობის, კრედიტების აღიარებისა და პროგრამული თავსებადობის დადგენის პროცესებში;
ტ) უზრუნველყოფს აკადემიური პერსონალის კონსულტირებას სამეცნიერო სტატიების საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში გამოქვეყნების ხელშეწყობის მიზნით;
უ) ახორციელებს უმაღლესი სასწავლებლის დებულებით, სამართლებრივი აქტებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება.
** უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფუნქციონირების, მართვის, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის შიდა და გარე მექანიზმების სპეციფიკის ცოდნა, რაც დასტურდება შესაბამისი სამუშაო გამოცდილებით (ავტორიზიციისა და აკრედიტაციის სტანდარტები);
** საგანმანათლებლო სივრცეში ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
** ქართული ენაზე მეტყველებისა და წერის ძალიან კარგი უნარები;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (MS Word, MS Power Point, Outlook) კარგად ცოდნა.

საჭირო უნარები:

** გუნდის მართვისა და განვითარების უნარი.
** ეფექტური კომუნიკაციის (ზეპირი და წერილობითი);
** დელეგირების უნარი;
** სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნების;
** ხარისხობრივი მონაცემების დამუშავებისა და შეფასების უნარი
** შემოქმედებითი და ინოვაციური მიდგომების უნარი.
** პროექტების მართვის უნარი;
** შედეგზე ორიენტაციის უნარი;

პირობები:

** ხარისხის უზრუნველყოფისა და სტრატეგიული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი თავდაპირველად დაინიშნება გამოსაცდელი ვადით;
** ხარისხის უზრუნველყოფისა და სტრატეგიული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი შემდგომში დაინიშნება 2 წლის ვადით;
** კონკურსში გამარჯვებული კანდიდატის შრომის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება დამსაქმებელსა და დასაქმებულის ურთიერთშეთანხმებით.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

** განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
** კონკურსატის CV;
** შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები;
** პირადობის მოწმობის ასლი.

კონკურსის ჩატარების ვადა:

კონკურსი ცხადდება 2019 წლის 12 აგვისტოს.

საბუთების მიღება იწარმოებს:

შპს უმაღლეს სასწავლებელ ჯორჯიაში 2019 წლის 12 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით.
მისამართზე: ქ. თბილისი, ჯურხა ნადირაძის ქ. №46, ტელ. 2 36-91-60.
კონკურსის შედეგები გამოცხადდება: 2019 წლის 15 სექტემბერს.

დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ შპს უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯიას ოფიციალურ ვებ-გვერდზე http://www.usgeorgia.edu.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |