www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონკურსი მოსწავლ. და სტუდენტებისთვის - დაიცავი ოზონის შრე
მომწოდებელი: გაეროს განვითარების პროგრამა
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი / განცხადების ვადა: 20 ოქტომბერი

კონკურსი მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის - "დაიცავი ოზონის შრე - დაიცავი სიცოცხლე დედამიწაზე"

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აცხადებს კონკურსს "დაიცავი ოზონის შრე - დაიცავი სიცოცხლე დედამიწაზე":

** ესეების კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
** 1-წუთიანი ვიდეომიმართვის კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
** 1-წუთიანი ვიდეომიმართვის კონკურსი სტუდენტებისთვის.

კონკურსი იმართება პროექტის ფარგლებში - "ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება მონრეალის ოქმის განხორციელების ხელშეწყობისთვის".

ესეების კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის:

კონკურსის პირობები:

** კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს ესე თემაზე "დაიცავი ოზონის შრე - დაიცავი სიცოცხლე დედამიწაზე"
** კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ VII-XII კლასის მოსწავლეებს;
** ერთ კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი ესეს გამოგზავნა;
** ერთ ნაშრომს უნდა ჰყავდეს მხოლოდ 1 ავტორი;
** ესეს მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 3 გვერდს (სატიტულო გვერდის გარდა), შრიფტი - Sylfaen 12, MS Word-ის ფორმატში;
** ესე არ უნდა იყოს მხოლოდ აღწერითი ხასიათის და მასში აუცილებლად უნდა ჩანდეს ავტორის ინდივიდუალური ხედვა და მოსაზრება;
** ნაშრომი უნდა შესრულდეს ქართულ ენაზე;
** დაცული უნდა იყოს პლაგიატის წინააღმდეგ არსებული ზოგადი სტანდარტები;
** ესეში მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი, ასაკი, კლასი, სკოლის დასახელება, ქალაქი/სოფელი, მობილური ტელეფონის ნომერი და ელფოსტა.

შეფასების კრიტერიუმები: თემასთან შესაბამისობა და საკითხის ორიგინალური გააზრება, თხრობის, აზრის ორიგინალურად და ლაკონურად გადმოცემის უნარი, ნაშრომის სტრუქტურა, წერის კულტურა.

კონკურსი გაიმართება 2 ეტაპად:

I ეტაპი - წარმოდგენილი საკონკურსო ნაშრომებიდან შეირჩევა 10 საუკეთესო ესე
II ეტაპი - 10 საუკეთესო ესეს ავტორი წარმოადგენს 5-წუთიან პრეზენტაციას

1-წუთიანი ვიდეომიმართვის კონკურსი სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის:

კონკურსის პირობები:

** კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს 1-წუთიანი ვიდეომიმართვა თემაზე "დაიცავი ოზონის შრე - დაიცავი სიცოცხლე დედამიწაზე"
** კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ VII-XII კლასის მოსწავლეებსა და სტუდენტებს;
** ერთ კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი ვიდეომიმართვის გამოგზავნა;
** ერთ ვიდეომიმართვას უნდა ჰყავდეს მხოლოდ 1 ავტორი;
** ვიდეომიმართვის ხანგრძლივობა უნდა იყოს არაუმეტეს 1 წუთისა;
** ფორმატი უნდა იყოს Full HD
** ვიდეომიმართვა უნდა იყოს ქართულ ენაზე;
** დაცული უნდა იყოს პლაგიატის წინააღმდეგ არსებული ზოგადი სტანდარტები;
** ვიდეოს გამოგზავნისას მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი, ასაკი, ქალაქი/სოფელი, სკოლის მოსწავლის შემთხვევაში - კლასი და სკოლის დასახელება, სტუდენტის შემთხვევაში - კურსი, მიმართულება და უნივერსიტეტი, მობილური ტელეფონის ნომერი და ელფოსტა.

შეფასების კრიტერიუმები: თემასთან შესაბამისობა და საკითხის ორიგინალური გააზრება, თხრობის, აზრის ორიგინალურად და ლაკონურად გადმოცემის უნარი.

საკონკურსო ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 20 ოქტომბერი.

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სპეციალურად დაწესებული პრიზებითა და სერტიფიკატებით.
კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.
საუკეთესო ნაშრომების პოპულარიზაციას უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი.

დაინტერესების შემთხვევაში გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია: https://bit.ly/2kkqFfg

კონკურსში მონაწილეობის მსურველებისთვის გაიმართება ცნობიერების ასამაღლებელი ლექცია-სემინარები და საინფორმაციო შეხვედრები.

ნაშრომების გამოგზავნა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ ელფოსტაზე: info@eiec.gov.ge. გთხოვთ, გამოგზავნისას ელფოსტის სათაურში (Subject-ის ველი) მიუთითეთ კონკურსის ტიპი - ესეების კონკურსი მოსწავლეებისთვის; ვიდეომიმართვის კონკურსი მოსწავლეებისთვის; ვიდეომიმართვის კონკურსი სტუდენტებისთვის.

ვიდეოების გამოსაგზავნად გამოიყენეთ www.wetransfer.com

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:

ნათია სარალიძე - განათლების პროექტების სამსახურის მთავარი სპეციალისტი
მობ.: +995 555 35 22 33
ელფოსტა: natia.saralidze@eiec.gov.ge

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |