www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შესყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: EFES საქართველო
გამოქვეყნდა: 9 იანვარი / განცხადების ვადა: 30 იანვარი

ლუდსახარში "ნატახტარი" - "EFES საქართველო" წარმოადგენს "Anadolu Efes"-ის შვილობილ კომპანიას. "Anadolu Efes" მე-5 ადგილზეა მსოფლიოს უმსხვილეს ლუდის მწარმოებელ კომპანიათა შორის. "EFES საქართველო" - ლუდსახარში "ნატახტარი" უკვე 10 წელია ოპერირებს საქართველოს ლუდის ბაზარზე, როგორც ბაზრის ლიდერი.

პოზიცია: შესყიდვების სპეციალისტი
სამუშაო ადგილი: სოფ. ნატახტარი.

ძირითადი მოვალეობები:

** ტენდერების ჩატარება და საუკეთესო მომწოდებლების მოძიება-შერჩევა;
** მომწოდებლებთან შეხვედრებზე დასწრება, პირობებზე მოლაპარაკების წარმოება და ხელშეკრულების გაფორმება;
** მომწოდებლების შეფასება;
** შეკვეთის, შესყიდვის ორდერის, საჭირო ინფორმაციის სისტემური ასახვა, ანალიზი და კონტროლი;
** სატრანსპორტო კომპანიის მოძიება და ტრანსპორტირების თვალყურის დევნება;
** ტვირთის დაზღვევის საკითხების მოგვარება;
** საქონლის ნაშთების კონტროლი და შეკვეთების დაგეგმვა;
** გადარიცხვებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
** სისტემაში მომწოდებლების ბარათის კონტროლი;
** საწყობებში შეტანილი საქონლის რაოდენობის და ხარისხის კონტროლი;
** ადგილობრივი და უცხოური მომწოდებლების კოორდინირება; თვის ბოლოს მომწოდებლებთან ბალანსის რეკონსილაცია;
** ყოველთვიურად სათაო ოფისის მიერ მოწოდებული ნედლეულის ჩამონათვალისთვის ფასების დადგენა;
** ISO მენეჯმენტისათვის შესყიდვების განყოფილების დოკუმენტაციის მომზადება;
** ტრანსპორტირების და შესყიდული ნედლეულის დისტრიბუციის სისტემების გაუმჯობესებასა და ოპტიმიზაციაზე ზრუნვა;
** მიწოდების ჯაჭვის და ფინანსურ დეპარტამენტებთან თანამშრომლობა;
** ლოჯისტიკისა და შესყიდვების მონაცემებიდან გამომდინარე, სხვადასხვა ქმედების დაგეგმვა;
** წარმოების პროცესის გაუმჯობესებისა და სრულყოფისათვის ინიცირებულ და დანერგილ პროექტებში მონაწილეობა;
** შრომითი დისციპლინის, სანიტარული მოთხოვნების, უსაფრთხოების წესებისა და ნორმების დაცვა;
** კომპანიის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
** ხელმძღვანელის მიერ დავალებული, სამუშაოსთან დაკავშირებული, სხვადასხვა დამატებითი ფუნქციის შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია BBA)
** მსგავს სფეროში გამოცდილება - 2 წელი;
** კომპიუტერული პროგრამების - MS Office ცოდნა (MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა);
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ინიციატიურობა;
** კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა, მოლაპარაკებების, დარწმუნების და გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** ინგლისურ ენაზე გამართულად კომუნიკაციის უნარი.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მისამართზე: career@ge.anadoluefes.com და სათაურში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.

რეზიუმეს მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 30 იანვარი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |