www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო ლისი ჰილსი
გამოქვეყნდა: 9 იანვარი / განცხადების ვადა: 9 თებერვალი

4 ვარსკვლავიანი სასტუმრო "ლისი ჰილსი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** სტუმრის მიღება და განთავსება
** სატელეფონო ზარების პასუხი და ინფორმაციის მიწოდება
** სტუმართან ანგარიშსწორების წარმოება
** სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა აუცილებელია, როგორც სასაუბრო, ასევე წერით გამართულ დონეზე
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებული
** ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი და ყურადღებიანი
** სასურველია ტურიზმის სფეროში გამოცდილება.

გრაფიკი: 3 დღეში ერთხელ, 24 საათი, 09:00-დან 09:00-მდე;
ანაზღაურება: 600 ლარი + კვება.
მისამართი: მუხრან მაჭავარიანის ქუჩა 3 ("112"-ის შენობის გვერდით)

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 555 614 227.

ზემოთ აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV (ფოტოსურათით) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: marketing@lisihillshotel.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ადმინისტრატორი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |