www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: აემბი
გამოქვეყნდა: 9 იანვარი / განცხადების ვადა: 9 თებერვალი

ქაღალდის პროდუქციის მწარმოებელი კომპანია "აემბი" (www.aembi.com) საფირმო მაღაზიისთვის აცხადებს მოლარე-კონსულტანტის ვაკანსიას.

ჩვენი კომპანია მეგობრული და ნიჭიერი ადამიანებისგან შედგება. ერთობა და საქმის სიყვარული აქამდე გადადგმული წარმატებული ნაბიჯების საფუძველია. გვჯერა, რომ მხოლოდ ასეთი მიდგომით არის შესაძლებელი ამ გზის გაგრძელება და ამიტომ, ჩვენი საფირმო მაღაზიის კარი სწორედ მეგობრული და შრომისმოყვარე ადამიანებისთვის არის ღია.

მოლარე კონსულტანტი შეიძლება იყოს სტუდენტი, კურსდამთავრებული ან ნებისმიერი ასაკის ადამიანი. სასურველია ჰქონდეს კომპიუტერთან მუშაობის გამოცდილება, რომ სწრაფად შეისწავლოს სალარო პროგრამა და შეძლოს მომხმარებელთა თავისუფლად მომსახურება, თუნდაც ხალხმრავლობის პერიოდში; ასევე შეძლოს იურიდიული პირებისთვის ელექტრონული საბუთის გამოწერა.

ის შეისწავლის პროდუქციას და საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელს მიაწვდის სრულ ინფორმაციას. პერიოდულად ჩაატარებს აღწერას და იზრუნებს პროდუქციის განლაგებაზე. სასურველია საუბრობდეს ინგლისურ ენაზე.

თუ დაინტერესდი, გამოგვიგზავნე წერილი ელფოსტაზე: letters@aembi.com და მოგვიყევი საკუთარ თავზე, გამოცდილებაზე, ინტერესებზე. გამოგვიგზავნე რამდენიმე ფოტოსურათი, რადგან ხანდახან ფოტო შეიძლება ბევრ სიტყვაზე მეტის მთქმელი იყოს.

ფოტოსურათის და წერილის გარეშე თქვენს მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს ვერ განვიხილავთ.

რჩევა: იყავი ნაკლებად ოფიციალური, ჩვენ ვაფასებთ გულწრფელობას.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 28 საათი.
სამუშაო დღე 3 ნაწილად არის დაყოფილი.
დროს ირჩევთ და ათანხმებთ კოლეგებთან.

სამუშაო დღე იყოფა 3 ცვლად:

** 10:00 - 14:00
** 14:00 - 18:00
** 18:00 - 22:00

ანაზღაურება: 1 ცვლა - 250 ₾ (დრო და დასვენების 1 დღე შეთანხმებით)

http://www.aembi.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |