www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: UGT
გამოქვეყნდა: 9 იანვარი / განცხადების ვადა: 9 თებერვალი

UGT აცხადებს ვაკანსიას ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე IT სერვისებისა და ბიზნეს აპლიკაციების დეპარტამენტში

ძირითადი საქმიანობა:

** ბაზრის შესწავლა და ახალი პოტენციური კლიენტის მოძიება;
** პოტენციური კლიენტების ბაზების შექმნა, კატეგორიზაცია და არსებული ინფორმაციის მუდმივი განახლება;
** პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება;
** პოტენციურ კლიენტებთან მუდმივი კავშირის შენარჩუნება;
** გაყიდვების გეგმის შესრულება;
** გაყიდვების მაჩვენებლის საფუძველზე შედეგების ზრდა;
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
** სასურველია გაყიდვების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენა (B2 დონე) და სასურველია რუსული ენა (B1 დონე);
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, Outlook, Word, PowerPoint);

საჭირო უნარ-ჩვევები:

** კლიენტზე ფოკუსირებული და ეფექტური გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ეფექტური მოლაპარაკებისა და პრეზენტაციის უნარი;
** პუნქტუალური, ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
** გამართული ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** მოტივირებული და მუდმივ პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ერთდროულად რამდენიმე და განსხვავებული ამოცანების შესრულების უნარი;

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 9 თებერვლის ჩათვლით ელ.ფოსტაზე vacancy@ugt.ge და სათაურის ველში მიუთითოთ: "გაყიდვების მენეჯერი".

თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება და დამუშავდება იუ-ჯი-თი-ში არსებული/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან მიმართებაში 1 წლის განმავლობაში.

დიდი მადლობა დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |