www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტრენინგი - შრომითი უფლებები
მომწოდებელი: ევროპის აკადემიური ცენტრი
გამოქვეყნდა: 9 იანვარი / განცხადების ვადა: 8 თებერვალი

"ევროპის აკადემიური ცენტრი" გიწვევთ ორდღიან ტრენინგზე - შრომითი უფლებები

ტრენინგი განკუთვნილია:

** დასაქმებულთათვის
** სამუშაოს მაძიებელთათვის
** სტუდენტებისთვის
** თემატიკით დაინტერესებული სხვა პირებისთვის

ტრენერი: ასისტ., დოქტ. გიორგი ამირანაშვილი - სამართლის დოქტორი, აკადემიური ასისტენტი კერძო სამართლის მიმართულებით (თსუ); ა(ა)იპ − თანამედროვე შრომის სამართლის ცენტრის დამფუძნებელი წევრი და დირექტორი; ჟურნალ "თანამედროვე შრომის სამართლის მიმოხილვის" მთავარი რედაქტორი.

ტრენინგი ჩატარდება: 8-9 თებერვალი, 12 საათი
ტრენინგის ხანგრძლივობა: 6 საათი, თითო ლექცია 3 საათი
ღირებულება: 90 ლარი
რეგისტრაციისთვის შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა https://forms.gle/3rqqnoMom6h3D57w9

ტრენინგის შედეგად თქვენ შეისწავლით:

** რა არის შრომითი ურთიერთობისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური ნიშნები და როგორ უნდა განასხვაონ იგი სხვა მსგავსი სამართლებრივი ურთიერთობებისგან, როგორებიცაა ნარდობისა და მომსახურების ხელშეკრულებები;
** რა არის წინასახელშეკრულებო ეტაპის თავისებურებები, დაწყებული ვაკანსიის გამოცხადებით, გასაუბრებითა და კანდიდატზე ინფორმაციის მიღებით დამთავრებული;
** რა არის გამოსაცდელი ვადით დადებული ხელშეკრულების თავისებურებები და როგორია მხარეთა უფლება-მოვალეობები გამოსაცდელი ვადის პერიოდში;
** რა არის არასრულგანაკვეთიანი/ნახევარგანაკვეთიანი სამუშაოს არსი, შეთავსებითი სამუშაოს თავისებურებები;
** რას გულისხმობს შრომის პირობების დაცვა და უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს უფლება, რაც ნებისმიერი ასაკის, მით უმეტეს ახალგაზრდა დასაქმებულთათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია;
** რა არის შრომითი ურთიერთობის შეჩერებისა და შეწყვეტის საფუძვლები, რასთან დაკავშირებითაც, ქართულ რეალობაში არაერთი სამართლებრივი პრობლემა წარმოშობილა და უამრავ სასამართლო დავას ჰქონია ადგილი. შესაბამისად, პირები, რომლებიც უკვე დასაქმებულია ან მომავალში დასაქმდებიან, გაცნობიერებული უნდა იყვნენ ამ საკითხებში, რათა არ შეილახოს მათი შრომითი უფლებები ან შეძლონ დარღვეული უფლებების აღდგენა.

ტრენინგის მიზანია მონაწილეებისათვის ინფორმაციის მიწოდება მათი, როგორც დასაქმებულების, შრომითი უფლებების კანონმდებლობით დადგენილი მინიმალური სტანდარტების შესახებ. შრომითი ხელშეკრულების მხარეებს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, იგი მოიცავს დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის მომწერსრიგებელ ძირითად საკითხებს როგორც წინასახელშეკრულებო და სახელშეკრულებო ურთიერთობის (შრომითი პირობები) პერიოდში, ისე შრომითი ურთიერთობის დასრულების ეტაპზე.

ტრენინგმოდული საინტერესო იქნება როგორც ახალგაზრდებისთვის, ისე შედარებით უფროსი თაობის პირებისთვისაც და უზრუნველყოფს მათი ცნობიერების ამაღლებას, რათა შრომითი უფლებები უფრო გასაგები გახდეს ნებისმიერი ადამიანისათვის, მისი ასაკის, გამოცდილების, განათლებისა თუ პროფესიის მიუხედავად.

ტრენინგი გაჯერებულია პრაქტიკული დავალებებითა და სავარჯიშოებით.
ტრენინგის ბოლოს გაიცემა ორენოვანი ISO სტანდარტების შესაბამისი სერტიფიკატი.

დეტალებისთვის დაგვიკავშირდით:

ქ. თბილისი, კოსტავას 67
ტელ: (+995 32) 2 238 234, 599 334 700
ვებ-გვერდი: http://www.pdcgeo.ge/
ელ-ფოსტა: info@pdcgeo.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |