www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პრომო-კონსულტანტი
მომწოდებელი: მარშე
გამოქვეყნდა: 9 იანვარი / განცხადების ვადა: 9 თებერვალი

კომპანია "მარშე" 2012 წლიდან შემოვიდა ბაზარზე და დაარსებიდან დღემდე ზრდისა და განვითარების პროცესს უწყვეტად განაგრძობს. ამ ეტაპზე წარმოების 4 ძირითადი მიმართულება გვაქვს: თევზეული, ძეხვეული, ნახევარფაბრიკატები, პურ-ფუნთუშეული.

ჩვენი მიზანია, ვაწარმოოთ საუკეთესო ხარისხითა და გემოვნებით გამორჩეული პროდუქტები სამომხმარებლო ბაზრისთვის და ვიყოთ წამყვანი პარტნიორი ქართულ HORECA ბიზნესში განსაკუთრებული პროდუქტების მიწოდებითა და ბიზნეს გადაწყვეტილებების შეთავაზებით, სადაც წინა პლანზე ყოველთვის ინოვაცური და პროფესიონალური მიდგომები იქნება. ჩვენ ვაცნობიერებთ დროისა და ინდივიდუალური საჭიროებების მნიშვნელობას ამ ბიზნესში და ყველა პარტნიორთან მაქსიმალური მოქნილობით გამოვირჩევით.

ჩვენ პატივს ვცემთ და თანაბარ შესაძლებლობებს ვაძლევთ ყველა თანამშრომელს განურჩევლად მათი ასაკისა, სქესისა და ეთნიკური წარმომავლობისა.

"მარშე" აცხადებს ვაკანსიას პრომო-კონსულტანტის პოზიციაზე

პოზიციის მდებარეობა: ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით
სახელფასო სისტემა: ბონუსური

ძირითადი მოვალეობები:

** "მარშეს" პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა
** "მარშეს" პროდუქციის წარდგენა/დეგუსტაციის შეთავაზება
** "მარშეს" მიერ წარმოებული პროდუქციის გაყიდვების სტიმულირება;
** სავაჭრო ობიექტებში მარშეს პროდუქციის ვიზუალიზაცია.

კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:

** ასაკი: 18-30 წლამდე;
** სქესი - მდედრობითი;
** სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** პრეზენტაბელურობა.

კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

** აპლიკაციების მიღება/გადარჩევა;
** პირველადი გასაუბრება არმ სამსახურთან;
** საბოლოო გასაუბრება მიმართულების ხელმძღვანელთან;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@marshe.ge; სათაურის ველში მიუთითეთ "პრომო ბათუმში", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |