www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კატეგორიის მენეჯერი
მომწოდებელი: ორი ნაბიჯი
გამოქვეყნდა: 9 იანვარი / განცხადების ვადა: 3 თებერვალი

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე

ფუნქციები:

** არსებული კატეგორიის ბაზრის ანალიზი
** სამომხმარებლო მოთხოვნის შესწავლა და მოთხოვნის შესაბამისი მიწოდების უზრუნველყოფა
** ასორტიმენტის მართვა
** კონკურენტების ფასების მუდმივი ანალიზი
** მომწოდებლების მოძიება, მათთან მოლაპარაკების წარმოება
** მომწოდებლებთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესის კოორდინირება
** მოცემული კატეგორიის პროდუქტებისთვის ფასწარმოქმნის უზრუნველყოფა
** კატეგორიის და პოზიციების მომგებიანობის რეგულარული ანალიზი
** აქციების დაგეგმვა - ორგანიზება
** დეპარტამენტის საქმიანობისთვის აუცილებელი პერიოდული ანგარიშების რეგულარულად წარმოება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება; ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების განხრით ჩაითვლება უპირატესობად
** კატეგორიის მენეჯერის/ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** Excel მაღალ დონეზე ცოდნა

პიროვნული მახასიათებლები:

** ძლიერი ანალიტიკური და მენეჯერული უნარ-ჩვევები
** მოლაპარაკებების წარმოების და დარწმუნების უნარი
** შეფასებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: HR@orinabiji.ge ; გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

ორი ნაბიჯი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯ" - ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |