www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: ნიკორა ტრეიდი
გამოქვეყნდა: 9 იანვარი / განცხადების ვადა: 9 თებერვალი

სს "ნიკორა ტრეიდი"- ბაზარზე სუპერმარკეტების მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი. ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის "ნიკორას", "ნუგეშის", "ლიბრესა" და "სანდეის" მაღაზიები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 250-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს, რომელთაგანაც 210 თბილისში, ხოლო 40 საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშია წარმოდგენილი.

"ნიკორა ტრეიდის" მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, ხარისხის კონტროლი, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. "ნიკორა ტრეიდის" თანამშრომელთა რაოდენობა 4500-ს შეადგენს.

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: http://nikora.ge/

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას კურიერის პოზიციაზე თბილისში.

ფუნქცია-მოვალეობები: სხვადასხვა სახის კორესპონდენციის მიწოდება თბილისის მასშტაბით.

აუცილებელი მოთხოვნები:

** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** პირადი ავტომობილი;
** საგზაო ნიშნების და უსაფრთხოების წესების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დროის ეფექტურად გადანაწილების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** მოწესრიგებულობა და პუნქტუალობა.

ჩვენ გთავაზობთ

** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: staff@nikoratrade.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "კურიერი".

შემოდი ჩვენს Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/nikoracareer/ და მოგვწერე პირად შეტყობინებაში.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |