www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: .NET პროგრამისტი
მომწოდებელი: კოინმანია
გამოქვეყნდა: 10 იანვარი / განცხადების ვადა: 10 თებერვალი

შპს "კოინმანია" აცხადებს ვაკანსიას .NET პროგრამისტის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერა:

შპს "კოინმანია" გთავაზობთ სტაბილურ, საინტერესო და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულ სამსახურს, სადაც შესაძლებელია ბლოკჩეინ ტექნოლოგიების გამოყენებით პროგრამული პროდუქტების შექმნა და გამოცდილების მიღება.

შპს "კოინმანია" არის პირველი ქართული კრიპტოვალუტების ბირჟა სადაც შესაძლებელია ბიტკოინით და სხვა კრიპტოვალუტებით ვაჭრობა.

კომპეტენცია:

** პროგრამირება
** დავალებული ამოცანების დროულად რეალიზება.

საჭირო კვალიფიკაცია:

** 3+ წლიანი მუშაობის გამოცდილება C#, .NET-თან;
** 3+ წლიანი მუშაობის გამოცდილება MS SQL Server-თან.

აუცილებელი უნარები:

** ორგანიზებულობა, მოწესრიგებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კეთილსინდისიერება და კონფიდენციალურობის დაცვა;
** ინდივიდუალური და დამოუკიდებელი მუშაობა.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ CV შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: sales@coinmania.ge და ელექტრონული წერილის სათაურში მიუთითონ ვაკანსიის დასახელება: ".NET პროგრამისტი".

ანაზღაურების საკითხი განხილული იქნება გასაუბრებისას და დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციასა და უნარებზე.

გასაუბრებაზე მოწვეული იქნებიან ჩვენ მიერ შერჩეული კანდიდატები. სასურველია, გასაუბრებაზე კანდიდატებმა წამოიღონ შექმნილი პროგრამების კოდები განსახილველად. გასაუბრების შემდეგ დაგიკავშირდებით, თუკი დადებითად გადაწყდება თქვენი სამსახურში აყვანის საკითხი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |