www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: hotsale.ge
გამოქვეყნდა: 14 იანვარი / განცხადების ვადა: 13 თებერვალი

"პალიტრა მედია ჰოლდინგი"-ს წევრი ფასდაკლებების საიტი "Hotsale.ge" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

საიტის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს კომერცია ინტერნეტ სივრცეში. "ჰოთსეილი"-ს მისიაა ვებგვერდის მეშვეობით ონლაინ რეჟიმში მომხმარებელს შესთავაზოს ხარისხიანი და მაღალმოთხოვნადი პროდუქტებისა და მომსახურების მრავალფეროვანი არჩევანი ექსკლუზიური ფასდაკლებით.

მოვალეობები:

** კომპანიაში საბუღალტრო-სააღრიცხვო პროცესის მართვა, რაც გულისხმობს კომპანიის ოპერაციების ზუსტი, დროული და საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისი აღრიცხვის წარმოების კონტროლს;
** ზემოაღნიშნული მიზნით კომპანიის სხვადასხვა სამსახურებიდან აუცილებელი პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების და ინფორმაციის სრულად და დროულად მოწოდების კონტროლი;
** კომპანიის დებიტორებთან, კრედიტორებთან, საფინანსო დაწესებულებებთან, აუდიტორებთან, საგადასახადო ორგანოებთან და სხვ. ურთიერთობების და შესაბამისი ქმედებების განხორციელების კონტროლი;
** საგადასახადო და სხვა ვალდებულებების სრულად და დროულად შესრულების კონტროლი კომპანიის მენეჯმენტის მხარდაჭერით;
** დადგენილ ვადებში საბუღალტრო ანგარიშების შედგენა, საგადასახადო დეკლარაციების წარმოება და წარდგენა შესაბამის მარეგულირებელ ორგანოში, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
** დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის ფუნქციების დელეგირება, მათ მიერ დაკისრებული მოვალეობების დროულად შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მთავარ ბუღალტრად მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია საბუღალტრო პროგრამის ORIS Accounting-ის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel ცოდნა სავალდებულოა)

პიროვნული მახასიათებლები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მოტივირებული და განვითარებაზე ორიენტირებული;
** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
** შრომისმოყვარე და მიზანდასახული;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30 - 18:00 სთ;
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, იოსებიძის ქ. # 49

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ.მისამართზე: vacancy@palitra.ge

subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 13 თებერვალი.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |