www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონსულტანტი, ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ბელორუსული სახლი
გამოქვეყნდა: 14 იანვარი / განცხადების ვადა: 13 თებერვალი

სუპერმარკეტების ქსელი "ბელორუსული სახლი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტისა და ადმინისტრატორის პოზიციებზე.

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი - საბურთალო, ავლაბარი, გლდანი, ნახალოვკა, მარჯანიშვილი.

ადმინისტრატორისთვის სასურველია საბუღალტრო პროგრამის 1C ცოდნა და რა თქმა უნდა, სამუშაო გამოცდილება

ადმინისტრატორის მოვალეობები: პროდუქციის მიღება საბუთის შესაბამისად, პროდუქციის თაროებზე განლაგების უზრუნველყოფა, შეკვეთების გაკეთება მომწოდებლებთან, სისუფთავის და წესრიგის დაცვა, კონსულტანტების სამუშაო დისციპლინის მართვა და ყველა შიდა ტექნიკური საკითხების კონტროლი; ადმინისტრაციული რესურსის სწორი და მიზანმიმართული გამოყენება.

სამუშაო საათები ადმინისტრატორისთვის: 10:00-22:00.
დასვენების დღე: ყოველი მე-5 დღე.
ადმინისტრატორის ხელფასი შეადგენს 800 ლარს, მზარდი საბონუსე სისტემით.

სამუშაო საათები კონსულტანტისთვის: 10:00-16:00, 16:00-22:00.
დასვენების დღე: მეწყვილე კონსულტანტთან შეთანხმებით.

კონსულტანტისთვის სასურველია ამ სფეროში (პროდუქტების მაღაზიაში)გამოცდილების ქონა.

კონსულტანტისთვის სავალდებულო ფუნქციები:

** მომხმარებლისათვის პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა, მომსახურება
** პროდუქციის მიღება, განლაგება სავაჭრო თაროებზე
** პროდუქციის ხარისხის, ვადების, ფასმაჩვენებლის მუდმივი კონტროლი სისუფთავეზე ზრუნვა.

მოთხოვნები კონსულტანტის მიმართ: გამართული მეტყველება, მუშაობის უნარი, პროდუქციის სპეციფიკაში სწრაფი გარკვევის უნარი, გუნდურობა, ორგანიზებულობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა, სასურველია რუსული ენის ცოდნა, სამუშაო გამოცდილება - არანაკლები ერთი წლისა.

კონსულტანტის ანაზღაურება შეადგენს 400 ლარს ხელზე, მზარდი საბონუსე სისტემით.

დაგვიკავშირდით:

599 508523, 599 969009
cdcompany09@gmail.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |