www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რეგიონალური მენეჯერი
მომწოდებელი: ემ ბი სი
გამოქვეყნდა: 14 იანვარი / განცხადების ვადა: 13 თებერვალი

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემ ბი სი" აცხადებს ვაკანსიას რეგიონალური მენეჯერის პოზიციაზე, თბილისში, კომპანიის სათაო ოფისში.

სს "მიკრო ბიზნეს კაპიტალი" 2013 წლიდან ოპერირებს საფინანსო ბაზარზე, კომპანიის მისიაა ფინანსურ მომსახურებაზე წვდომის გამარტივება და ამ გზით ადამიანების ჩართვა ეკონომიკაში, მათზე მორგებული, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით. დღესდღეობით კომპანია ემსახურება 11 000 -ზე მეტ მომხმარებელს და წარმოდგენილია ქვეყნის ოთხ ქალაქში 12 ფილიალის სახით.

კომპანია "ემ ბი სი" ყველაზე მნიშვნელოვან რესურსად აღიარებს ადამიანურ კაპიტალს და უზრუნველყოფს მათ მზარდი ანაზღაურებით, პრემიის გამომუშავების შესაძლებლობით, კარიერული ზრდის პერსპექტივით, ჯანმრთელობის დაზღვევით, შრომის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და სხვა ბენეფიტებით.

ძირითადი მოვალეობები:

** დაქვემდებარებული სერვის ცენტრისთვის დადგენილი ინდივიდუალური გეგმების მიწოდება;
** გაყიდვების ხელშეწყობის მიზნით თანამშრომლებთან აქტიური კომუნიკაცია და ყოველდღიური მხარდაჭერა არსებული პრობლემების ოპერატიულად გადაჭრის უზრუნველსაყოფად;
** სერვის ცენტრებისა მიერ გეგმების შესრულების ყოველდღიური კონტროლი;
** კადრების მოძიებაში და დაკომპლექტებაში აქტიური მონაწილეობის მიღება;
** კადრების გადამზადებაზე მუდმივი ზრუნვა (ტრეინინგების საჭიროების იდენტიფიკაცია, ტრეინინგების დაგეგმვა);
** დაკრედიტების ექსპერტების, ჯგუფის უფროსების და ს/ც-ის მენეჯერების პროფესიონალიზმის ზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
** სერვის ცენტრებში გაყიდვებისა და მომსახურების ხარისხის კონტროლი;
** სერვის ცენტრების ბიუჯეტის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
** დაგეგმილი ბიუჯეტის შესრულება;
** საკრედიტო ბაზრის ანალიზი და კონკურენტების მუდმივი კვლევა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების საქმიანობასა და მათ შედეგებს შორის უკუკავშირის უზრუნველყოფა;
** დაქვემდებარებულ თანამშრომლებთან ინტენსიური ურთიერთობა მათი ზოგადი პრობლემების იდენტიფიკაციისა და აღმოჩენილი პრობლემების გადაჭრისათვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბიზნესის ან ეკონომიკის მიმართულებით. სასურველია მაგისტრის ხარისხი;
** საფინანსო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** საფინანსო სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია საკრედიტო მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** კარგად უნდა იცნობდეს რეგიონებს და რეგიონალურ სპეციფიკას;
** გუნდური მუშაობის უნარი, ანალიტიკური აზროვნება;
** პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** კეთილსინდისიერი, მოტივირებული, შრომისმოყვარე, ორგანიზებული.

გაცხადის შემოტანის ბოლო თარიღია 2020 წლის 13 თებერვლის 17:00 საათი, კანდიდატებს დავუკავშირდებით დედლაინის დასრულებამდეც, შესაბამისად უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, ეწვიოთ მითითებულ ბმულს: https://bit.ly/2Kf8oKJ და შესაბამისი ვაკანსიის გვერდზე ატვირთოთ თქვენი რეზიუმე/CV ან LinkedIn-ის URL ბმული.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |