www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: ზოომარტი
გამოქვეყნდა: 14 იანვარი / განცხადების ვადა: 13 თებერვალი

საქართველოში წამყვანი ზოომაღაზიების ქსელი "ზოომარტი" დაარსდა 2014 წელს და მიმდინარე მომენტში აერთიანებს 10 საცალო ობიექტს. "ზოომარტი" არის ექსკლუზიური იმპორტიორი ისეთი ცნობილი ბრენდების როგორიც არის Affinity Petcare (Advance, Brekkies), True Instinct, Champion Petfoods (Acana, Orijen), Ferplast, KONG, Morando SPA, Vitakraft, Versele-laga, Animology, Canvit და Catzone.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ფეისბუქის გვერდს: https://www.facebook.com/zoomart.ge

კომპანია აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებელის მომსახურება
** გაყიდვების ეფექტურად განხორციელება
** საქონლის თვისებების და მახასიათებლების შესწავლა-პრეზენტირება
** სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი
** გაყიდვებთან და სალაროსთან დაკავშირებული ყველა სხვა საქმიანობის წარმოება

სამუშაო განრიგი და ადგილმდებარეობა:

** გრაფიკი: სრული, ცვლებში (არაუმეტეს შრომითი კოდექსით განსაზღვრული საათებისა)
** ადგილი: თბილისი,
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი: 400 ლარი
** დამატებითი საკომისიოს გამომუშავების შესაძლებლობა: 100-300 ლარი

მოთხოვნები:

** საშუალო ან უმაღლესი განათლება
** ასაკი: 20 წლიდან
** სქესი ნებისმიერი
** ​ზოო ან სხვა ტიპის საცალო მაღაზიაში მუშაობის გამოცდილება
** საცხოვრებელი ადგილი თბილისი
** ქართულის და ელემენტარული ინგლისურის/რუსულის ცოდნა

უპირატესად ჩაითვლება:

** ზოომაღაზიაში მუშაობის გამოცდილება
** ინგლისურის საშუალო დონეზე ცოდნა
** რუსულის საშუალო დონეზე ცოდნა
** შინაური ცხოველების (ძაღლი, კატა) ყოლა
** Microsoft Office ელემენტარულ დონეზე ცოდნა
** 1C მაღაზიის პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება

ვაკანსიის განხილვა:

ვაკანსიის განხილვა მოხდება მხოლოდ შემდეგი პირობების დაკმაყოფილებით:

ვაკანსია გამოგზავნილ უნდა იქნას ელფოსტაზე - vacancy@zoomart.ge

ელფოსტის სათაურში (Subject) უნდა მიუთითოთ "მოლარე-კონსულტანტის ვაკანსია"

მეილში თანდართული უნდა იყოს CV ფოტოსურათით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |