www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ლოჯისტიკის განყოფილების სპეციალისტი
მომწოდებელი: თბილღვინო
გამოქვეყნდა: 14 იანვარი / განცხადების ვადა: 30 იანვარი

კომპანია "თბილღვინო" ქართული ღვინის მწარმოებელი ერთ-ერთი ყველაზე დიდი და წარმატებული კომპანიაა საქართველოში, რომლის პროდუქციასაც მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში იცნობენ, აფასებენ და ენდობიან.

შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდთან ერთად!

"თბილღვინო" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის განყოფილების სპეციალისტის პოზიციაზე.

ვაკანტური პოზიციის რაოდენობა: 1
სამუშაო ადგილი: თბილისი, სარაჯიშვილის 2
სამუშაო განაკვეთი: სრული

ფუნქცია-მოვალეობები:

** ფინანსური ანგარიშსწორების შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** საბაჟო სამსახურისათვის დოკუმენტაციის მომზადება და პროცედურების კონტროლი, შეკვეთიდან ჩაბარებამდე;
** ყოველკვირეული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან შესრულებულ საქმიანობაზე.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინ. 6 თვიანი გამოცდილება გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე სასურველია;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა (b2)
** Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა;
** ძლიერი ტექნიკური, ანალიტიკური და მათემატიკური უნარები;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** ღირებულებებზე დაფუძნებულ, ძლიერ კორპორატიულ კულტურაში მუშაობის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** სხვა დამატებით ბენეფიტებს.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 30 იანვრის ჩათვლით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@tbilvino.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "თბილღვინომ" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |