www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დისტრიბუციის FMG ოპერატორი
მომწოდებელი: აის ლენდ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 14 იანვარი / განცხადების ვადა: 13 თებერვალი

კომპანია "აის ლენდ ჯორჯია" არის კომპანიების: "Mars", "Рудь", "Коровка", "Левада", "Водный Мир", (გაყინული პროდუქცია), "Объединённые кондитеры " («Красный Октябрь», «Бабаевский», «РотФронт») საკონდიტრო ნაწარმის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში.

კომპანია აცხადებს დისტრიბუციის (FMG) ოპერატორის ვაკანსიას ბათუმში.

სამუშაო გრაფიკი: 8:30-18:00 სთ

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკისა და ფინანსების განხრით);
** სადისტრიბუციო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება 6 თვე (უპირატესობა მიენიჭება FMG(SBS) -პროგრამაში მუშაობის გამოცდილებას);
** Rs.ge-ზე მუშაობის გამოცდილება;
** გაძლიერებული MS Excel-ის ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** შეკვეთების პროგრამული მიღება/დისტრიბუტორებზე განაწილება;
** მიღებული შეკვეთების და სასაქონლო ზედნადებების გამოწერა და ელექტრონული ვერსიის გაგზავნა;
** სასაქონლო ზედნადების კონტროლი, კორექტირება, შიდა გადაზიდვა, უკან დაბრუნება, აღრიცხვიანობა შესაბამის პროგრამაში;
** საწყობის ნაშთის პროგრამული ანალიზი და კონტროლი;
** ანგარიშფაქტურების გამოწერა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** ორგანიზებული
** პუნქტუალური
** დეტალების მიმართ ყურადღებიანი
** შრომისმოყვარე
** მათემატიკური აზროვნების უნარით

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე hr@bdcompany.ge 13 თებერვლის ჩათვლით.

ელექტრონული ფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც მოგვმართავთ.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |