www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოპერატორი
მომწოდებელი: ჯიდიელი
გამოქვეყნდა: 20 იანვარი / განცხადების ვადა: 20 თებერვალი

"GDL - ჯიდიელი" ("საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა" ყოფილი "თელიანი თრეიდინგი") 2005 წლიდან მოღვაწეობს ბაზარზე და აწარმოებს სასმელი პროდუქტების დისტრიბუციას, გაყიდვას და მარკეტინგულ მხარდაჭერას. წლების მანძილზე კომპანიის პორტფელი და საქმიანობის არეალი გაიზარდა, 2018 წლიდან კომპანიის საქმიანობას ლოგისტიკური მომსახურებაც დაემატა, შესაბამისად დადგა რებრენდინგის საჭიროება და დღეს უკვე კომპანია განახლებული სახელითა და ბრენდით ოპერირებს ბაზარზე. ამჟამად ჯიდიელის პორტფელში დაახლოებით 30-მდე პროდუქტია, რომლის ექსკლუზიურ გაყიდვას და ბრენდის განვითარებას კომპანია საქართველოს მაშტაბით 12 წელზე მეტია ახორციელებს . მათ შორისაა: თელიანი ველი, ბაგრატიონი, Macallan, Lavazza, კამპა, Medoff, Sobieski და სხვა. მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვით ბმულს

ჯიდიელი აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე რუსთავში.

ძირითადი მოვალეობები:

** შეკვეთების გაწერა-დაკორექტირება.
** სასაქონლო ზედნადებების rs.ge-ზე ატვირთვა
** უკან დაბრუნებული პროდუქციის დოკუმენტაციის შემოწმება და პროგრამაში გატარება

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია 1C პროგრამის ოპერატორად მუშაობის გამოცდილება, თუმცა შესაძლებელია ** პროგრამის ადგილზე შესწავლაც;
** უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსების მიმართულებით;

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

სამუშაო გრაფიკი - ცვლებში

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: hr@gdl.ge და სათაურის (Subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |