www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოფისის ასისტენტი/სტაჟიორი
მომწოდებელი: Borusan CAT
გამოქვეყნდა: 22 იანვარი / განცხადების ვადა: 21 თებერვალი

"ბორუსან CAT"-ის საქართველოს წარმომადგენლობა აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ოფისის ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, კახეთის გზატკეცილი 118
სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 17:30
დამატებითი ბენეფიტები: კომპანია უზრუნველყოფს უფასო ტრანსპორტირებას და ლანჩს.

"ბორუსან CAT" საქართველო არის ამერიკული ბრენდის - "Caterpillar"-ის ექსკლუზიური დილერი საქართველოში, 1997 წლიდან (http://borusancat.ge/)

ძირითადი მოვალეობები:

** სატელეფონო ზარებზე პასუხი;
** კომპანიის დოკუმენტაციის (ბრძანებები, ხელშეკრულებები, წერილები, მიღება-ჩაბარებები) დამუშავება, კორექტირება და დაარქივება;
** კომპანიაში შემოსული და გამავალი კორესპონდენციისა და დოკუმენტების მიღება, აღრიცხვა, განაწილება;
** შიდა შეხვედრების და ღონისძიებების ორგანიზება, საჭიროების შემთხვევაში თარგმნა ინგლისურიდან ქართულ ენაზე და პირიქით, საქმიანი წერილების შედგენა ქართულ და ინგლისურ ენებზე;
** კომპანიის თანამშრომლებისთვის მივლინებების უზრუნველყოფა (საელჩოებთან, სასტუმროებთან და ავია სააგენტოებთან ურთიერთობა);
** ჩამოსული სტუმრების/პარტნიორების დახვედრის, მათი სასტუმროებში განთავსებისა და ტრანსპორტირების ორგანიზება;
** საკომუნიკაციო ხარჯების ინვოისების კონტროლი და შესაბამისი ფინანსური დოკუმენტების მომზადება;
** მენეჯერის მიერ განსაზღვრული სხვა მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** უმაღლესი განათლება;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის მართვის, დაგეგმვის და ორგანიზების კარგი უნარ-ჩვევები;
** ქართული ენის ცოდნა სავალდებულოა;
** ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა; ასევე, სასურველია რუსული და თურქული ენების ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Office, Outlook.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე: vacancybmgcat@borusan.com და სათაურის ველში "Subject" მიუთითოთ პოზიცია.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 21 თებერვალი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ვაკანსიის საჭიროებიდან გამომდინარე, კომპანიამ შესაძლოა მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია, ასევე დაამუშაოს თქვენი მონაცემები და გადაამოწმოს მონაცემთა სისწორე. კომპანია თქვენ მონაცემებს შეინახავს გამოგზავნიდან 2 წლის მანძილზე, სხვა ვაკანსიაზე განხილვის მიზნით. აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გადმოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ წესებს. შეკითხვების ან ზემოთ აღნიშნული პუნქტების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:

"ბორუსან CAT" საქართველოს წარმომადგენლობა
თბილისი, კახეთის გზატკეცილი 118
www.borusancat.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |