www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინტერიერის დიზაინერი
მომწოდებელი: მაღაზია კომფორტი
გამოქვეყნდა: 22 იანვარი / განცხადების ვადა: 20 თებერვალი

მაღაზია კომფორტი არის ავეჯისა და დეკორაციის მაღაზია, რომელიც მოსულ მომხმარებელს ეხმარება თანამედროვე და იშვიათი ავეჯისა და აქსესუარების შერჩევაში, მათი ძველი ბინის განახლებისთვის ან ახალი ბინის მოსაწყობად. ჩვენთან წარმოდგენილია 15 000-მდე სახეობის პროდუქცია, რომელიც აერთიანებს შემდეგ მიმართულებებს: მისაღების ავეჯი; სამზარეულოს ავეჯი; საძინებლის ავეჯი; რბილი ავეჯი; გარე ავეჯი; შიდა და გარე განათება; ტექსტილი; ჭურჭელი; დეკორატიული აქსესუარები.

ჩვენი გუნდი პირადად არჩევს ავეჯს და აქსესუარებს მთელი მსოფლიოდან ყველაზე აქტუალური ტრენდების მიხედვით და გთავაზობთ ევროპელი, აზიელი და ქართველი დიზაინერების ხედვას.

მაღაზია კომფორტი აცხადებს ვაკანსიას ინტერიერის დიზაინერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** მაღაზიაში არსებული სივრცეების მოწყობა
** პროდუქციის სწორად განლაგება
** სეზონური პოდიუმების მოწყობა

პიროვნული თვისებები:

** აკურატული და დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული და საქმეზე კონცენტრირებული;
** ოპერატიული.
** შრომისმოყვარე;
** გუნდთან ერთად მუშაობის უნარი.

გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: info@comfortgeorgia.com არაუგვიანეს 2020 წლის 20 თებერვლისა. რეზიუმეს გამოგზავნისას სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "დიზაინერი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |