www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სისტემური ადმინისტრატორი
მომწოდებელი: SolvIT
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

კომპანია SOLVIT 2013 წლიდან აქტიურად საქმიანობს IT სერვისების მიმართულებით და ემსახურება საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილ საშუალო და მსხვილ ბიზნესებს ისეთი ინდუსტრიებიდან როგორებიცაა - საფინანსო, სამშენებლო, სამრეწველო, საგანმანათლებლო, სამედიცინო, სადაზღვევო და სხვა. კომპანიას განხორციელებული აქვს მრავალი მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტი. ორიენტირებულია მჭიდრო და მყარი თანამშრომლობითი ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე პოტენციურ და არსებულ მომხმარებლებთან.

SOLVIT-ის წარმატება ეფუძნება პროფესიულ ბიზნეს მიდგომას და შედეგებზე პასუხიმგებლობას, შესაბამისად ვეძებთ თანამშრომლებს, რომლებიც სრულიად გაიზიარებენ ჩვენს ღირებულებებს და მიზნებს. ჩვენთან თანამშრომლობით დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ აქტიურ, მეგობრულ, თანამშრომელზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს, სადაც მხარდაჭერა კორპორატიული კულტურის მთავარი ღირებულებაა.

კომპანია SOLVIT აცხადებს ვაკანსიას სისტემური ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, SOLVIT სათაო ოფისი
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 - 19:00 სთ-მდე.

სისტემური ადმინისტრატორის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პარტნიორ კომპანიების IT ინფრასტრუქტურის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** IT ინფრასტრუქტურის ინსტალაცია და კონფიგურაცია;
** IT ინფრასტრუქტურის სისტემატიური მონიტორინგი;
** სისტემების ბექაფირება და აღდგენა;
** ახალი ტექნოლოგიების შესწავლა და დანერგვა;
** განხორციელებული სამუშაოების დოკუმენტირება, ანგარიშგება, ანალიზი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** Microsoft Windows Server OS
** Linux Server OS
** IIS
** Microsoft Exchange
** Active Directory
** WSUS
** DHCP
** DNS
** MS SQL
** Skype for Business
** Antivirus Software
** Terminal Server
** Apache
** PHP
** MySQL
** Monitoring Systems
** Backup Systems
** VMware Virtualization
** Hyper-V Virtualization
** Microsoft Azure
** Amazon AWS
** Google Cloud

უნარები:

** ანალიტიკური, აზროვნების უნარი
** მნიშვნელოვანია ქონდეს IT ტექნოლოგიების სწრაფად ათვისების უნარი.
** სრულყოფილი ვერბალური და წერითი უნარი
** გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი
** ორგანიზაციულობა, დროის სწორად დაგეგმვისა და მართვის უნარი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@solvit.ge და გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლებელია შენახულ იქნას კანდიდატთა მონაცემთა ბაზაში და მოხდეს მოგვიანებით დაკავშირება მეტად რელევანტური ვაკანსიის შემოთავაზებით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |