www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ანესთეზიოლოგი
მომწოდებელი: ევექსის კლინიკები
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 1 მარტი

ევექსის კლინიკები აცხადებს შერჩევას ანესთეზიოლოგის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ვაჟა ფშაველას 40
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი, მორიგეობა ყოველ მეოთხე დღეს

ძირითადი მოვალეობები:

** ქირურგიული ჩარევებისა და დიაგნოსტიკური პროცედურების ანესთეზიოლოგიური უზრუნველყოფა
** პაციენტების პერიოპერაციული მართვა
** კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი სამედიცინო გაიდლაინების გათვალისწინებით
** შიდა პროტოკოლების, ინსტრუქციების შესრულება სამედიცინო მომსახურების გაწევისას
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება, დადგენილი წესების შესაბამისად
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა სახელმწიფო ლიცენზია ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგიის მიმართულებით
** სავალდებულოა აღნიშნული მიმართულებით 3-4 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** სასურველია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 1 მარტი, 2020

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evexclinics.ge/ka/vacancy/anesteziologi/255

ევექსის კლინიკები მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

ევექსის კლინიკებში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ევექსის კლინიკების მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |