www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბიზნეს პროცესების ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ჩემი ფოსტა
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

შპს "ჩემი ფოსტა" აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს პროცესების ანალიტიკოსის პოზიციაზე.

"ჩემი ფოსტა" ახალი კომპანიაა საფოსტო-საკურიერო მომსახურების სფეროში. სწრაფად მზარდი გუნდი თავის თანამშრომელს აძლევს კარიერული წინსვლის და პიროვნული ზრდის საშუალებას. ჩვენ გთავაზობთ სწრაფი ადაპტაციისთვის კეთილგანწყობილ გარემოს და საინტერესო სამუშაოს.

სამუშაო გარფიკი: შეთანხმებით.
ანაზღაურება: შეთანხმებით.

მოთხოვნები:

** ბიზნეს ამოცანების, ფუნქციონალთან დაკავშირებული მოთხოვნების, ტექნიკური ამოცანების წერის გამოცდილება;
** ფუნქციონალური და ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად მუშაობა;
** მომხმარებლებისთვის ინსტრუქციების დაწერის გამოცდილება;
** აუცილებელია ბიზნეს ანალიტიკაში გამოცდილების ქონა.
** აუცილებელია ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა;
** სასურველია ERP სისტემებთან, სააღრიცხვო სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველი პროგრამირების საფუძვლების ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები:

** პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება ბიზნეს პროცესების ანალიზის საფუძველზე;
** სისტემის ტექნიკური პარამეტრების აწყობა, კომპანიის თითოეული პოზიციისთვის სამომხმარებლო როლის კონფიგურაცია;
** ფუნქციური მოთხოვნების, ტექნიკური ამოცანების შემუშავება და შეთანხმება დეველოპერებთან.
** სისტემის კონფიგურაციისათვის დეველოპერებთან კომუნიკაცია;
** შემუშავებბული ფუნქციების ტესტირების ჩატარება;
** სატესტო გუნდისთვის ტესტების დაწერა;
** სამუშაო პროცესში შეცდომების მოგვარებაში დახმარების გაწევა;
** სისტემის ექსპლუატაციისას მომხმარებლების დახმარების გაწევა (პროგრამაში შეცდომების დიაგნოსტიკა);
** პროგრამაში ანგარიშების შექმნა;
** IT სისტემის კომპანიის სხვა პროგრამებთან ინტეგრაციის ხელშეწყობა;
** მომხმარებლებისთვის ინსტრუქციების მომზადება;

უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პრეზენტაციის და კომუნიკაციის უნარი;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** პედანტურობა და აკურატულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@mypost.com.ge; ამასთანავე, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთერთობის დამყარების გადაწყვეტილების მისაღებად. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |