www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტექნიკოსი
მომწოდებელი: IDS Borjomi
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

სადისტრიბუციო კომპანია შპს "აიდიეს ბორჯომი თბილისი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი. ქინძმარაულის ქ.#5

კომპანია ორიენტირებულია თანამშრომელთა კარიერულ ზრდაზე და უზრუნველყოფს მათი კვალიფიკაციის ამაღლებას.

ძირითადი მოთხოვნები:

** ავტო-სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკოსად მუშაობის გამოცდილება 3 წელი
** პროფესიული ან უმაღლესი განათლება
** ელ. შედუღების ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** მოტივირებული;
** პასუხისმგებლობის გრძნობით;
** დისციპლინირებული;

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის მფლობელობაში მყოფი ავტომობილების გამართულობის უზრუნველყოფა;
** სათუნუქე სამუშაოების შესრულება;
** ​ავტო-სატრანსპორტო საშუალებების დაზიანების შემთხვევაში, შემდგომი რეაგირება
** ავტო-სატრანსპორტო საშუალებების ნაწილების საწყობის მეთვალყურეობა;
** სახელოსნოში ა.ს.ს-ების გადაყვანა და დროული შეკეთება;

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, რეზიუმე გამოგზავნონ შემდეგ მისამართზე: tbs.work@ids-borjomi.com და სათაურის ველში მიუთითონ ვაკანსიის დასახელება "ტექნიკოსი".

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, ვისი მონაცემებიც მაქსიმალურად შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს.

გისურვებთ წარმატებებს!

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |