www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ვეტერინარი - ზოოტექნიკოსი
მომწოდებელი: ნუტრიმაქსი
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 29 თებერვალი

"ნუტრიმაქსი" წარმოადგენს ცხოველთა და ფრინველთა საკვების მწარმოებელ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან საქმიანობს და მისი დანიშნულებაა ფერმერთა უზრუნველყოფა უმაღლესი ხარისხის ცხოველთა და ფრინველთა საკვებით.

კომპანია ფლობს თანამედროვე ტიპის მაღალტექნოლოგიურ ქარხანას, სადაც დანერგილია საერთაშორისო სტანდარტების ISO 22000 სერტიფიკატი, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქციის სტაბილურ ხარისხს.

კომპანიის ვებ-გვერდი: http://nutrimax.ge/
Facebook-გვერდი: ნუტრიმაქსი.Nutrimax

კომპანია "ნუტრიმაქსი" აცხადებს ვაკანსიას ვეტერინარი - ზოოტექნიკოსის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საველე ვიზიტები ფერმერულ მეურნეობებში;
** პოტენციურ და არსებულ მომხმარებელთან კომუნიკაცია;
** ფრინველთა/ცხოველთა/თევზის გამოზრდის პროცესში, როგორც კვების რაციონის დაგეგმვა, ასევე შესაბამისი კონსულტაციების გაცემა;
** კლიენტების პრობლემატური საკითხების მართვის პროცესში მონაწილეობა;
** არსებული პროდუქტების პორტფელის მართვა, საჭიროების შემთხვევაში დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად მათ გაუმჯობესებაზე მუშაობა;
** დამატებითი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება - ვეტერინარიის, მეცხოველეობის განხრით.
** ხარისხის სტანდარტების ცოდნა.
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
** ინგლისური ენის ცოდნა (მინიმუმ B2 დონე) და რუსული ენის (მინ: B2 დონე) ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობის უნარი;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** პრეზენტაბელური;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** პრობლემების გადაწყვეტის უნარი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** რეპორტინგის უნარი;

რას გთავაზობთ?

** კარიერულ განვითარებას
** ტრანსპორტირებას;
** კვებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე 2020 წლის 29 თებერვლის ჩათვლით, მისამართზე: hr@nutrimax.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ვეტერინარი - ზოოტექნიკოსი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |