www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: იმპორტის მენეჯერი
მომწოდებელი: კეი პაქს გრუპი
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 29 თებერვალი

სარეკლამო კომპანია "კეი პაქს გრუპი" აცხადებს ვაკანსიას თბილისში - იმპორტის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი პროდუქტის უცხო ბაზრიდან მოძიების მუდმივი პროცესი;
** უცხოელ მომწოდებლებთან დაკავშირება და მოლაპარაკების წარმოება;
** პირობების შეთანხმება და მოწოდების ვადებისა და გრაფიკის შეთანხმება;
** შესყიდვის პროცესისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა;
** ფინანსური ანგარიშსწორებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** საბაჟო სამსახურისათვის დოკუმენტაციის მომზადება და პროცედურების კონტროლი.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** იმპორტების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა, სასურველია თურქული ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** კონტროლისა და ანალიზის უნარი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** მოლაპარაკების უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე, ფოტო სურათთან ერთად: info@kpax.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს.

სამუშაო გრაფიკი: 12:00 საათიდან 19:00 საათამდე.
ადგილმდეობარეობა: თბილისი
ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსი

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |