www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: ბანკები და ფინანსები
თანდართული ფაილი: 57091_application_form_7566345.zip
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

ერთადერთი ქართულენოვანი ეკონომიკური ყოველკვირეული გაზეთი "ბანკები და ფინანსები" აცხადებს სტაჟიორების მიღებას.

სტაჟიორებად მიიღებიან ჟურნალისტები, ეკონომისტები და ფინანსისტები, სხვა სპეციალობის ჟურნალისტური საქმიანობის უნარის მქონე ადამიანები, უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები, კურსდამთავრებულები.

სტაჟიორთა ჯგუფში ჩარიცხვა მოხდება გასაუბრებისა და ტესტირების შედეგად. სტაჟიორები, სტაჟირების წარმატებით გავლის შემდეგ მიიღებენ შესაბამის სერტიფიკატს, მათგან საუკეთესონი დასაქმდებიან გაზეთში კორესპოდენტებად. სტაჟირების ხანგრძლივობა 3 თვეა. სტაჟირების პერიოდი არაანაზღაურებადია.

"ბანკები და ფინანსებში" სტაჟირების გავლის მსურველებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა, რომელიც მოცემულია დანართში.

შევსებული სააპლიკაციო ფორმა გამოგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე: portalbf@gmail.com

განხილული იქნება მხოლოდ შემოთავაზებული აპლიკაციის შემავსებელთა კანდიდატურები. სხვა ფორმის განცხადებები (CV-ები და ა.შ.) არ იქნება განხილული.

ჩვენი მისამართია: თბილისი, კოსტავას 74, ბინა 87.

გასაუბრებასა და ტესტირებაზე მოწვეული იქნებით აპლიკაციის გაცნობის საფუძველზე. გასაუბრებისა და ტესტირების შედეგების შესახებ გაცნობებთ თქვენს მიერ მითითებული მობილური ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

იხილეთ გაზეთი "ბანკები და ფინანსების" ვებ-გვერდი: http://www.bfm.ge/

საკონტაქტო პირი:

გიორგი კაპანაძე
571 871 781
portalbf@gmail.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |