www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: აფბა
თანდართული ფაილი: 57092_ApbasCevronba_2027670.zip
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

საქართველოს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - "აფბა" აცხადებს სტაჟიორთა მიღებას.

არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ფინასიტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია" - აფბა, აცხადებს სტაჟიორთა მიღებას შესაბამისი გასაუბრებისა და ტესტირების საფუძველზე. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, საუკეთესონი დასაქმდებიან დაფინანსებულ პროექტებში სხვადასხვა პოზიციაზე (რისერჩერი, ანალიტიკოსი, მენეჯერი და ა.შ.). სტაჟირების წარმატებით გავლის შემდეგ სტაჟიორი მიიღებს შესაბამის სერტიფიკატს. სტაჟირება მოიცავს 3 თვეს. სტაჟირების პერიოდი არაანაზღაურებადია.

სტაჟიორებად მიიღებიან ფინანსისტები, ეკონომისტები, ბიზნესით დაინტერესებული და სხვა სპეციალობის ადამიანები, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის, დოქტორანტურის დონის სტუდენტები და კურსდამთავრებულები 35 წლის ასაკამდე.

გასაუბრებასა და ტესტირებაზე მოწვეული იქნებით თქვენს მიერ შევსებული სააპლიკაციო ფორმის გაცნობის საფუძველზე, რომელიც მოცემულია თანდართულ ფაილში.

გთხოვთ, შევსებული სააპლიკაციო ფორმა გამოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: vacancy_afba@yahoo.com

განხილული იქნება მხოლოდ შემოთავაზებული აპლიკაციის შემავსებელთა კანდიდატურები. სხვა ფორმის განცხადებები (CV-ები და ა.შ.) არ იქნება განხილული.

ჩვენი მისამართია: თბილისი, კოსტავას 74, ბინა 87.

ინფორმაცია "აფბას" საქმიანობის შესახებ იხილეთ: www.afba.ge

საკონტაქტო პირი:

გიორგი კაპანაძე
571 871 781
mail: vacancy_afba@yahoo.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |