www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სეილსმენი/Salesman
მომწოდებელი: ემ ბი სი
გამოქვეყნდა: 7 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემ ბი სი" აცხადებს ვაკანსიას SALESMAN პოზიციაზე, თბილისში, კომპანიის სათაო ოფისში.

სს "მიკრო ბიზნეს კაპიტალი" 2013 წლიდან ოპერირებს საფინანსო ბაზარზე, კომპანიის მისიაა ფინანსურ მომსახურებაზე წვდომის არმქონე ადამიანების ჩართვა ეკონომიკაში, მათზე მორგებული და ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით. დღესდღეობით კომპანია ემსახურება 11 000 -ზე მეტ მომხმარებელს და წარმოდგენილია ქვეყნის ექვს ქალაქში 12 ფილიალის სახით.

კომპანია "ემ ბი სი" ყველაზე მნიშვნელოვან რესურსად აღიარებს ადამიანურ კაპიტალს და უზრუნველყოფს მათ მზარდი ანაზღაურებით, პრემიის გამომუშავების შესაძლებლობით, კარიერული ზრდის პერსპექტივით, ჯანმრთელობის დაზღვევით, შრომის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და სხვა ბენეფიტებით.

პოზიცია: სეილსმენი/Salesman

ძირითადი მოვალეობები:

** დისტანციური არხების მეშვეობით პოტენციური კლიენტების მოძიება მოლაპარაკებების წარმოება, შეთავაზების გაკეთება და პროდუქტების გაყიდვა; (Facebook, ინტერნეტი, სატელეფონო გაყიდვები)
** ორგანიზაციის საკრედიტო პროდუქტებისა და პროცესების შესწავლა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრი ან ბაკალავრიატის კურსის სტუდენტი ფინანსების მათემატიკის ან მომიჯნავე განხრით;
** სოციალურ ქსელთან და სხვა დისტანციურ საკომუნიკაციო არხებთან მუშაობის გამოცდილება;
** ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კეთილსინდისიერი, მოტივირებული, შრომისმოყვარე, ორგანიზებული.

უნარ - ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის და დარწმუნების უნარი,
** ინფორმაციის მოძიების და გადამოწმების უნარი,
** გაყიდვების უნარი;

განაცხადის შემოტანის ბოლო თარიღია 2020 წლის 6 მარტი 17:00 საათი, კანდიდატებს დავუკავშირდებით დედლაინის დასრულებამდეც, შესაბამისად უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ ეწვიოთ მითითებულ ბმულს https://bit.ly/2Kf8oKJ და შესაბამისი ვაკანსიის გვერდზე ატვირთოთ თქვენი რეზიუმე/CV ან გადმოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე sales@mbc.com.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |