www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ექსპორტის მენეჯერი
მომწოდებელი: Global Beer Georgia
გამოქვეყნდა: 7 თებერვალი / განცხადების ვადა: 7 მარტი

"გლობალ ბიერ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ექსპორტის მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

Global Beer Georgia (GBG) ქართული ლუდის ბაზრის ახალი წამყვანი მოთამაშეა. კომპანია თავად წარმართავს სრულს პროცესს, რაც გულისხმობს: ლუდის წარმოებას, მარკეტინგსა და დისტრიბუციას. ჩვენი ნაწარმია ლუდი "აისი", "კაიაკი", "ყაზბეგი" "შავი ლომი", "კრუშოვიცე", "ამსტელი"; ლიმონათი "ყაზბეგი", ასევე, GBG საერთაშორისო ბრენდის - ჰეინეკენის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში. კომპანიის მიზანია ადგილობრივი ლუდის ინდუსტრიისა და კულტურის ახალ საფეხურზე აყვანა. ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს, რომ მიზნის მიღწევა და კომპანიის განვითარება დამოკიდებულია ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმზე. ჩვენ ვაცნობიერებთ ადამიანური კაპიტალის მნიშვნელობას და გთავაზობთ, დასაქმდეთ მზარდ და განვითარებად კომპანიაში, შეიქმნათ სრულფასოვანი კარიერა და თქვენი წვლილი შეიტანოთ საქართველოს ლუდის ინდუსტრიის განვითარებაში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საქართველოდან უალკოჰოლო და ალკოჰოლური სასმელების ექსპორტის ტენდენციების დადგენა და სტრატეგიული ბაზრების დადგენა;
** ბაზრის შესწავლა საექსპორტო ქვეყანაში;
** კატეგორიის კვლევა, რითეილ აუდიტი, სადისტრიბუციო კომპანიები, საექსპორტო ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვება;
** ქვეყანაში პროდუქტის უსაფრთხოებასა და ექსპორტთან დაკავშირებული რეგულაციებისა და სტანდარტების შესწავლა;
** ბაზრების მიხედვით სტრატეგიული გეგმის, საექსპორტო პორთფელის განსაზღვრა, საფასო პოლიტიკის დადგენა და ა.შ
** კომპანიისთვის სტრატეგიულად საინტერესო საერთაშორისო სავაჭრო გამოფენების მოძიება და მონაწილეობის მიღება;
** პარტნიორებთან კომერციული პირობების შეთანხმება;
** გაყიდვების პროცესის სრული ციკლის მართვა;
** რეპორტინგის წარმოება განხორციელებულ სამუშაოებზე და მომავალი სამოქმედო გეგმის განსაზღვრა;
** პარტნიორთა ბაზის შედგენა (პორთფელი, საქმიანობა, ხელშეკრულების პირობები);
** ყოველწლიური გაყიდვები და დისტრიბუციის გეგმის შედგენა;
** საექსპორტო ბაზრების ვიზიტი (მარკეტ ვიზიტი);
** რეპორტების მოთხოვნა არსებული პარტნიორებისგან;
** მიღებული შეკვეთებს დამუშავება;
** მოლაპარაკებების წარმოება პარტნიორებთან და ქარხნებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება;
** ექსპორტში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** კომპიუტერული პროგრამების: Word, Excel, Power Point ფლობა
** ინგლისური და რუსული ენების (სასაუბრო და წერითი) ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** კომუნიკაბელურობა;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: HR@globalbeergeorgia.com ; ელ.ფოსტის სათაურის (Subject) ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შპს "გლობალ ბიერ ჯორჯია"-ს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ ზემოხსენებული კომპანია უფლებამოსილია კანონმდებლოთ დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია. აგრეთვე ეთანხმებით, რომ თუ არ მოხდება თქვენი დასაქმება, თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიაში ერთი წლის ვადით, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |