www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფინანსური ასისტენტი
მომწოდებელი: ჯითექსი
გამოქვეყნდა: 7 თებერვალი / განცხადების ვადა: 25 თებერვალი

შპს "ჯითექსი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ასისტენტის პოზიციაზე.

კომპანია "ჯითექსი" 13 წელია რაც ბაზარზე არსებობს და აერთიანებს ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორიცაა: Penti, collezione, OVS, Enzahome, Terranova, English Home.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ფინანსური ანგარიშგების მომზადებაში ჩართულობა;
** ფინანსური აუდიტის პროცესში მონაწილეობის მიღება;
** მარაგების ანალიზი;
** ბიუჯეტის დაგეგმარებაში მონაწილეობის მიღება;
** მარკეტინგული აქტივობების შეფასება;
** დამუშავებული ინფორმაციის უშუალო ხელმძღვანელთან რეპორტინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ფინანსური/ეკონომიკური განხრით);
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების ცოდნა;
** MS Excel-ის კარგი ცოდნა;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:

** კარგი მათემატიკური და ანალიტიკური უნარ-ჩვევები;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** მოწესრიგებული და ორგანიზებული;
** გუნდთან ერთად კოორდინირებულად მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;

დეტალები ვაკანსიის შესახებ:

** სამუშაო გრაფიკი: სრული (09:00-18:00)
** ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი #90
** ანაზღაურება: შეთანხმებით

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: vacancy@gtex.ge არაუგვიანეს 2020 წლის 25 თებერვლამდე. ელ-ფოსტის გამოგზავნისას სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ფინანსური ასისტენტი".

წარმატებებს გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |