www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ავტომობილების შემფასებელი
მომწოდებელი: სვის კაპიტალი
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი / განცხადების ვადა: 24 თებერვალი

სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ" აცხადებს ვაკანსიას ავტომობილების შემფასებლის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ავტო-სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება და შეფასება (პირადად ან ფოტომასალაზე დაყრდნობით) მისი მდგომარეობის, ასაკის, კომპლექტაციისა და გარბენის გათვალისწინებით;
** ძარის დათვალიერება მასზე აშკარა და ფარული დაზიანებების აღმოჩენის მიზნით;
** ავტომობილის შეფასების შესახებ დასკვნის მომზადება; შეფასების საფუძველზე სესხის ოდენობის განსაზღვრა;
** მომხმარებლის საკერედიტო მონაცემების ანალიზი შემდგომი გადაწყვეტილების მიღების მიზნით;
** საჭიროების შემთხვევაში კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება;
** ავტო-სესხის განაცხადის ონლაინ მიღება, დამუშავება და ოპერატიული რეაგირება;
** მჭიდრო ურთიერთობა სესხის კოორდინატორთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო პროფესიული ან/და უმაღლესი ტექნიკური განათლება;
** ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლებისა და კომპლექტაციის ცოდნა;
** საავტომობილო ბაზრის - ფასწარმოქმნის მექანიზმების ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;

სხვა მოთხოვნები:

** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
** სხარტი აზროვნების უნარი;
** გამართული მეტყველება;
** მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი;
** ვირის გარკვეულ დღეებში მორიგეობა მცოცავი გრაფიკის მიხედვით;
** საჭიროების შემთხვევაში კვირა დღეს მუშაობა სხვა დღეს დასვენების ხარჯზე;
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე;
** ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@swisscapital.ge; წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "ავტომობილების შემფასებელი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |