www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინვენტარიზაციის უმცროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი / განცხადების ვადა: 24 თებერვალი

"ბი ემ სი გორგია" ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა, დაარსებული 1998 წელს. "ბი ემ სი გორგიას" მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზება ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში. "ბი ემ სი გორგია" ბაზარზე წარმოდგენილია ორი შვილობილი ბრენდით: "ჰიპერმარკეტი გორგია" და "ლუსონი". ჰიპერმარკეტები წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში.

ჩვენ გთავაზობთ: პატივისცემაზე, პროფესიონალიზმზე და მრავალფეროვნებაზე დამყარებულ სამუშაო გარემოს; ადვილი ადაპტაციისთვის ყველა საჭირო პირობას, კარიერული წინსვლის და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას.

კომპანია "გორგიას" მუდმივად აქვს მზაობა არსებული ვაკანტური პოზიციები მისივე თანამშრომლებით დააკომპლექტოს, რაც მათ გამოცდილების გაზრდის საშუალებას აძლევს. ჩვენ ვაფასებთ თითოეული თანამშრომლის გამოცდილებას და ჩართულობას კომპანიისთვის მნიშვნელოვან პროცესებში.

"გორგიას" გუნდის წევრები მუდამ მზად არიან გამოწვევებისთვის, რაც მათი პროფესიული უნარ-ჩვევების გაზრდის და საუკეთესო შედეგის გარანტია.

გახდი ჩვენი პოზიტიური და ინოვაციური გუნდის წევრი!

კომპანია "ბი ემ სი გორგია" აცხადებს ვაკანსიას მატერიალური ფასეულობების აღწერისა და კონტროლის განყოფილების უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საწყობის მიერ აღწერების გეგმის შესრულების მონიტორინგი
** აღწერების პროცესის ვადების და ხარისხის კონტროლი
** მატერიალური ფასეულობების შენახვის, შეფუთვისა და დასაწყობების წესის დაცვის მონიტორინგი
** საწყობებზე ასახული აღწერის დოკუმენტების პროგრამული კონტროლი
** საქონლის მოძრაობის დაუსრულებელი ოპერაციების მომზადება/მიწოდება საწყობისთვის
** ინვენტარიზაციის პროცესში ჩართული თანამშრომლების ცოდნის ამაღლების მიზნით ტრენინგების ჩატარების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ინვენტარიზაციის მიმართულებით
** აუცილებელია MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა
** სასურველია 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებული
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დატალებზე ორიენტირებული.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ CV 24 თებერვლის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: hrproject4@gorgia.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |