www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: Python დეველოპერი
მომწოდებელი: ნიუსრუმი
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი / განცხადების ვადა: 10 მარტი

"პალიტრა მედია ჰოლდინგის" წევრი, ახალი ამბების სააგენტო "ნიუსრუმი" აცხადებს ვაკანსიას Python დეველოპერის პოზიციაზე.

"ნიუსრუმი" არის მულტიმედია ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ისეთ სანდო და პოპულარულ ვებპორტალებს, როგორიც არის: ambebi.ge, ipn.ge, palitravideo.ge, bpn.ge, kvirispalitra.ge, sportall.ge და სხვა. ინტეგრირებული ნიუსრუმის გამართულ და ეფექტურ მუშაობას უზრუნველყოფს პროფესიონალ ჟურნალისტთა და რედაქტორთა გუნდი.

მოვალეობები:

** არსებული ვებ გვერდების განვითარება, ოპტიმიზირება და არსებული ხარვეზების გამოსწორება;
** ახალი პროექტების დაგეგმვა;
** ახალი ტექნოლოგიების მოძიება და პროექტებში დანერგვა.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
** აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება Python/Django დეველოპერის პოზიციაზე;
** Python პროგრამირების ენის ცოდნა;
** OOP კონცეპტების ცოდნა;
** Django framework-ის ცოდნა;
** javascript და vue.js -ის framework-ს ცოდნა;
** რელაციურ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება Django ORM-ის გამოყენებით (MySQL);
** სასურველია რომელიმე მიკრო ვებ framework-ის ცოდნა (sanic, flask, falcon...);
** უპირატესობად ჩაითვლება NoSQL ტიპის მონაცემთა ბაზა mongodb-თან მუშაობის გამოცდილება და query language-ის ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** არსებული კოდის გარჩევის, ცვლილებისა და განახლების უნარი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სიახლეების მარტივად ათვისების და პროექტებში დანერგვის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:00 სთ;
ადგილმდებარეობა: იოსებიძის ქ. #49

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ.მისამართზე: vacancy@palitra.ge; subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას: გაეცნოს/განიხილოს/დაამუშავოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/ გამოიყენოს მარკეტინგული კომუნიკაციისათვის/გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს ამავე მიზნებით/აღნიშნული უფლებამოსილება გაცემულად ჩაითვლება წინამდებარე მიზნობრიობის ამოწურვამდე ვადით, მათ შორის მომავალში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის.თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, ასევე მარკეტინგული მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა. კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს მოცემულ ვაკანსიაზე თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია. თქვენ ადასტურებთ, რომ გამოგზავნილი ინფორმაცია გეკუთვნით თქვენ და შეესაბამება სინამდვილეს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |