www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შესყიდვების უფროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: არგო
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი / განცხადების ვადა: 10 მარტი

სს "არგო" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: www.argo.ge/

ადგილმდებარეობა: თბილისი, ლილო, ლოჭინის ხევი.
სტრუქტურული ერთეული - შესყიდვების სამსახური.
სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი.
ანაზღაურება - გამოცდილების მიხედვით;

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** ადგილობრივი შესყიდვების უზრუნველყოფა;
** სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისგან ინფორმაციის მიღება კონკრეტულ შესყიდვის ობიექტზე, პერიოდსა და ბიუჯეტზე;
** მომწოდებლებთან მოლაპარაკება მიწოდების პირობებზე, ფასზე, ხარისხზე, ვადებსა და გარანტიებზე;
** სისტემატური არაკომერციული (საკანცელარიო, სამეურნეო და სხვ.) შესყიდვების დროული და ხარისხიანი განხორციელება/კონტროლი;
** ტენდერის გამოცხადება, შესასყიდი მომსახურების/საქონლის ფასების დადგენა და შესაბამისი ბიუჯეტის განსაზღვრა, ხარჯთაღრიცხვის წარმოება და წარდგენა შესაბამის პასუხისმგებელ პირებთან;
** იმპორტული ტვირთების ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;
** შესყიდვების განხორციელებისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის (ხელშეკრულებების, მიღება-ჩაბარების, საბუღალტრო და სამართლებრივი აქტების) წარმოება/ინსპექტირება;
** საექსპორტო დოკუმენტაციის წარმოება;
** საქმის წარმოება (შემოსული და გასული წერილების აღრიცხვა);
** სტუმრების დახვედრის ორგანიზება (სასტუმროს დაჯავშნა, დახვედრა);
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება ხელმძღვანელისგან;
** შესრულებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ანგარიშების მომზადება;
** პერიოდული რეპორტინგი მენეჯმენტთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** კომუნიკაბელურობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** ინფორმაციის მიღება-დამუშავების უნარი;
** დოკუმენტბრუნვის წარმოების ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** პრეზენტაციის წარდგენისა და მოლაპარაკების ეფექტური წარმოების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;

თქვენს მიერ მოწოდებული რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია არგოს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: n.khapava@argo.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "შესყიდვების სპეციალისტი".

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |